ტრაქტორები

მთავრობა ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაში დაეხმარება

500
(განახლებულია 16:35 26.02.2019)
ფერმერები, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, ფერმერთა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ფერმერების დახმარების ახალი პროგრამა დაამტკიცა, რომლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება განხორციელდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„ერთიანი აგროპროექტი“: ფერმერმა აგროკრედიტით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა>>>

„ვფიქრობთ, რომ ტექნიკაზე წვდომის უზრუნველსაყოფად საჭიროა მთელი რიგი მიმართულებები, მათ შორის, საგრანტო და თანადაფინანსება. ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში 50%-იანი გრანტით თანადაფინანსება ექნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მაქსიმალური ლიმიტი ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 150 ათასი ლარით. ეს თანხა იქნება გრანტი, რომელსაც ბენეფიციარი ფერმერი მიიღებს", – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის სიტყვებით, ფერმერები, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობის სურვილი აქვთ, უნდა დარეგისტრირდნენ ფერმერთა რეესტრში. პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარი გამოიყო.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, როგორც ფიზიკური პირი, ისე ინდივიდუალური მეწარმე, ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილებს ან აქციებს.

შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი და წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე.

პროექტი ხორციელდება „შეღავათიანი აგროპროექტის" ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

500
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (80)
ქარის ელექტროსადგური

რატომ შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება პანდემიის დროს: მინისტრის განმარტება

8
(განახლებულია 08:57 04.06.2020)
ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც COVID-19–ის პანდემიამ გამოიწვია, სავარაუდოდ, მეორე კვარტალშიც გაგრძელდება, ეკონომიკის სამინისტრო 2020 წელს საერთო მოხმარების 0,8%–ით შემცირებას პროგნოზირებს

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ეკონომიკური აქტიურობის შენელების გამო საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდებოდა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში და მსოფლიოში ამ დარგზეც აისახა.

„კორონავირუსის დროს გლობალურმა პანდემიამ და მათ შორის, საქართველოში ეკონომიკურმა კრიზისმა, ასევე ბიზნეს–პროცესების შენელებამ და გარკვეულწილად, საერთოდ შეჩერებამ, რადგან საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებოდით, გარდაუვლად გამოიწვია ისიც, რომ ამ პერიოდში  ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირდა“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მთავრობა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას დაეხმარა.

„ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ სამი თვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება მოსახლეობისთვის, რამაც მდგრადი გახადა მოსახლეობის გადახდისუნარიანობა ამ რთულ პერიოდში და ირიბად დაეხმარა, მათ შორის, ენერგეტიკულ კომპანიებს...რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ შარშანდელ დონეზე გვქონდეს მოთხოვნა ელექტროენერგიაზე“, – აღნიშნა თურნავამ.

საქართველოში ორ წელიწადში ორ ახალ ქარის ელექტროსადგურს ააშენებენ>>

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით (ESCO), 2019 წელს საქართველოში მოხმარებულია 13,4 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია, ხოლო გამომუშავებულია - 11,9 მილიარდი კილოვატ-საათი. გამომუშავებული ელეტროენერგიის დიდი წილი ჰიდროსადგურებზე მოდის – 8,9 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს 2,4 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქარს სადგურმა „ქართლი“ – 84,7 მლნ კვტ/სთ.

მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც COVID-19–ის პანდემიამ გამოიწვია, 2020 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდება, ეკონომიკის სამინისტრო წელს საერთო მოხმარების 0,8%–ით, ანუ 12,7 მლრდ კვტ/სთ–მდე შემცირებას პროგნოზირებს.

8
თემები:
COVID-19 საქართველოში
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 4 ივნისს

10
(განახლებულია 08:21 04.06.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0356 ლარით გამყარდა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0416 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0356 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 4 ივნისს
ლარის კურსი 4 ივნისს
10
თემები:
ლარის კურსი დღეს