იუსტიციის სახლი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტა გამოუშვა

195
5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტის შეძენა 75 ლარად არის შესაძლებელი

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი მოწვევის პარლამენტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ხუთი ლარის ნომინალის 2 ათასი ახალი საკოლექციო ვერცხლის მონეტა გამოუშვა, ნათქვამია რეგულატორის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

1919 წელს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება (პარლამენტი), რომელიც მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების შედეგად დაკომპლექტდა.

Коллекционная серебряная монета в честь 100-летия со дня первого созыва парламента страны
საკოლექციო მონეტა საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად

მონეტა პოლონეთში მოიჭრა. დიზაინერია ნიტა ღონღაძე. მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერებში შესრულებული არათანაბარი რგოლები, რაც იმდროინდელი პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობას გამოსახავს (130).

მონეტის ცენტრში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად - 5₾, თარიღები - „1919-2019“ და წარწერა „საქართველოს დამფუძნებელი კრება".

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს იმ შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ჩატარდა. მონეტაზე ასევე დატანილია წარწერები „საქართველო", „ხუთი ლარი" და Georgia.

საკოლექციო მონეტის ღირებულება 75 ლარს შეადგენს. მონეტა ოთხშაბათიდან გაიყიდება.

195
თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)