Новая объездная дорога Кобулети

2023 წლისთვის საქართველოში 227 კილომეტრი სიგრძის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდება

279
(განახლებულია 17:23 20.02.2019)
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველაზე მეტი ინვესტიცია საგზაო ინფრასტრუქტურაში იდება.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2019-2023 წლების განმავლობაში 227 კილომეტრი სიგრძის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაა დაგეგმილი, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს კურორტებზე კიდევ ერთი ჩქაროსნული გზა გამოჩნდება>>>

ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში „მინისტრის საათი" დაწესდა – თითოეული მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ დეპუტატების წინაშე წარდგეს. ამასთან, მინისტრებს უფლება აქვთ, სურვილის შემთხვევაში, დეპუტატების წინაშე კიდევ ერთხელ ისაუბრონ გაწეული საქმიანობის შესახებ.

მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ინვესტიცია საგზაო ინფრასტრუქტურაში იდება.

„2019-2023 წლების განმავლობაში 227 კილომეტრის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაა დაგეგმილი, რომელზეც საორიენტაციოდ 5,1 მლრდ ლარის ოდენობით ინვესტიცია ჩაიდება. აქედან ამჟამად მიმდინარეობს 77 კილომეტრი მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად დასრულდება 2019-2021 წლებში. დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები 81 კილომეტრ მონაკვეთზე, სადაც 2,1 მლრდ ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება", – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

გარდა ამისა, ახლო მომავალში იგეგმება რიკოთის ავტობანის ჩუმათელეთი-ხევისა და შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე ტენდერის გამოცხადება.

მინისტრის განცხადებით, შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდება, რადგან მშენებლობის დამფინანსებელმა იაპონურმა კომპანიამ პირობა წამოაყენა, რომ ტენდერში მხოლოდ იაპონურმა კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა, თუმცა, მათ მიერ შემოთავაზებული ფასი იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე სახელმწიფო იყო მზად რომ გადაეხადა.

აქედან გამომდინარე, ტენდერი შეჩერდა და სახელმწიფომ ტენდერის გამოსაცხადებლად და პროექტის განსახორციელებლად სხვა დონორ ორგანიზაციებთან დაიწყო მოლაპარაკებები.

საუბარი ეხება აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასას, ანუ ევროპულ სატრანზიტო გზას Е-60, რომელიც სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

 

279
თემები:
საქართველოს მთავრობა (82)
ღვინის სექციაა

ცნობადობის გაზრდა: რამდენს ხარჯავს საქართველო ღვინის ბაზრების ათვისებაზე

23
(განახლებულია 17:24 25.09.2020)
ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალს განიცდის

 

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველო ახალი საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ ლარს ხარჯავს, ამასთან, არცერთი თეთრი არ დახარჯულა რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, როდესაც მან 2012 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო მუშაობა, მარკეტინგული ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 1,5  ლარს, რომლის მხოლოდ მესამედი იქნა გამოყენებული. 

 „ახალი ბაზრების ასათვისებლად დღეს ჩვენ  დაახლოებით 9 მილიონ ლარს ვხარჯავთ. ეს არის სახელმწიფოს დანახარჯი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ემატება კერძო კომპანიების მარკეტინგული აქტივობა და არცერთი თეთრი არ დახარჯულა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის პრომოციაზე“, - განაცხადა მინისტრმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

სტატისტიკური მონაცემებით, ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გადის - 2019 წელს ქართული ღვინის მთელი ექსპორტის 62,1%-ზე მეტი რუსეთში გავიდა.

 „ყველა დანახარჯი რუსული ბაზრის მიღმაა, იმისთვის, რომ  ქართული ღვინის ცნობადობა სხვა ქვეყნებშიც გაიზარდოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან მინისტრმა დასძინა, რომ დიდი პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

 „არ მინდა, საზოგადოებას შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ჩვენ კმაყოფილი ვართ ჩვენი შედეგებით და ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის. არც სოფლის მეურნეობაში და არც ერთი სხვა მიმართულებით არ ვართ კმაყოფილი და ძალიან ბევრია გასაკეთებელი, თუმცა, არ შეიძლება, პროგრესი არ დავინახოთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

მისი აზრით, სოფლის მეურნეობა განვითარების გზის დასაწყისშია და ეს მეღვინეობის სექტორსაც ეხება.

 „ჩვენ ვსაუბრობთ განვითარების დინამიკაზე და არა იმაზე, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მაგალითად, ჩემი მოლოდინია, რომ ღვინო მილიარდის შემომტანი იყოს საქართველოსთვის. ამის პოტენციალი ამ ქვეყანას გააჩნია, თუმცა ამას მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანი

სოფლის მეურნეობის მინისტრის აზრით, მეღვინეობას ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს, რადგან ღვინის ექსპორტი ქვეყნის საერთო ექსპორტის თითქმის 10%-ს შეადგენს და უამრავი ადამიანია დაკავშირებული და ჩართული ღვინის ინდუსტრიაში, რომელიც სწრაფად იზრდება.

მისი თქმით, ღვინო საქართველოს იდენტობის ნაწილია და სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს ამ სექტორის შესანარჩუნებლად.

 „ჩვენ ყველას გვესმის, რომ 2020 წელს კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საქართველოში დააზარალა ღვინის სექტორი, რადგანაც ის გაყიდვის ძირითადი არხი, რომელიც უკავშირდებოდა სასტუმროებს, რესტორნებს, ბარებს, მთელი გაზაფხულის მანძილზე იყო დაკეტილი და თუ ყველა სხვა სექტორში ჩვენ გვაქვს ზრდა, მიუხედავად პრობლემებისა, ღვინის სექტორში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო“, - აღნიშნა მინისტრმა. 

მისი სიტყვებით, სახელმწიფოს ამიტომაც მოუწია დიდი თანხის გამოყოფა ქართული ღვინის კომპანიების მსყიდველობითი უნარის ასამაღლებლად. მათ შორის არის სახელმწიფო კომპანიაც, რომელიც ჭარბ მოსავალს იბარებს ბაზარზე ფერმერების მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

 „თუ დარგს ზურგ შევაქცევთ ერთ წელიწადში ისეთ ზიანს მივიღებთ, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. ამიტომ დარგისთვის მდგრადობის შენარჩუნება არის აუცილებელი და მჯერა, რომ ღვინის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანია და იქნება მომავალში და ძალიან დიდ როლს შეასრულებს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალს განიცდის. საქართველოდან ღვინის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში პირველად შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 2020 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,6%-ით დაეცა.

კორონავირუსამდე

საქართველოდან 2019 წელს ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდა - მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ ბოთლი გავიდა, რაც 9%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ამავდროულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, აცხადებდა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო. 

2019 წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 240 მლნ დოლარს მიაღწია - 17%-ით მეტი 2018 წლის მაჩვენებელზე. 2019 წელს საზღვარგარეთ ღვინო 341-მა კომპანიამ გაიტანა.

2019 წელს ყველაზე მეტი ღვინო რუსეთში გავიდა. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ ასევე უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

საზღვარგარეთ ყველაზე პოპულარული ქართული ღვინო ნახევრადტკბილი „ქინძმარაულია“ – 2019 წელს საქართველოდან 17,4 მილიონი ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა. ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოების ხუთეულშია ასევე „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

23
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
რთველი

რთველი 2020: ფერმერებმა 170 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

62
(განახლებულია 16:16 25.09.2020)
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისათვის დაახლოებით 170 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 
კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული. ჩაბარებული ყურძნის ღირებულება ამ დროისათვის 172  მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 

25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 123 ათასი ტონა „რქაწითელი“, 39 ათასი ტონა „საფერავი“, 2,8 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან,  შესყიდულ 1 კგ ყურძენში  ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

62
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
სალომე ჭაჭუა

„ვაი,დედა! ბოლო ფოტოზე რას აკეთებ?“- ფოტოშოპი თუ რეალობა - სალომე ჭაჭუას ილეთები

0
(განახლებულია 15:57 25.09.2020)
სალომე ჭაჭუას მორიგი ფურორი. ცნობილმა ქორეოგრაფმა ვირტუალური სივრც დაიპყრო. ნახეთ სალომე ჭაჭუას შოკის მომგვრელი უახლესი ფოტოები

სალომე ჭაჭუამ პროფესიონალი მოცეკვავეებიც კი აღაფრთოვანა. ცნობილი სახეები ემოციებს ვერ მალავენ სალომე ჭაჭუას მორიგი სანახაობრივი ილეთების გამო. ფოტოები ლისის ტბის ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც სალომე ჭაჭუას ვარჯიშია ასახული.

View this post on Instagram

#sundaymood☀️ #meandsky #intheairtonight #salomechachua #georgian

A post shared by Salome (@salome_chachuaa) on

მოცეკვავემ საკუთარ გვერდზე რამდენიმე შთამბეჭდავი სურათი გამოაქვეყნა. ასე გამოიყურება ენერგიული ქორეოგრაფის ერთი ჩვეულბრივი დღე. სალომე ჭაჭუა გაოცებას სულ უფრო და უფრო ხშირად იწვევს. ამ ყველაფერს წინ ვიდეო უძღვოდა, რომელმაც მისი თაყვანისმცემლები შეაშინა. მოცეკვავემ  Instagram- ზე  ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აივნის მოაჯირზე „შპაგატში“ ჩამჯდარი ყავას მიირთმევს. ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს სალომეს ამ ვიდეოზე ცნობილი მსახიობის ვან დამის „შპაგატიც“ კი გაახსენდა. არც უკანასკნელი ფოტოსესია აღმოჩნდა გამონაკლისი.

View this post on Instagram

🌹 #meandrose #roses #summermood☀️ #artist #salomechachua #georgian

A post shared by Salome (@salome_chachuaa) on

ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი თვალშისაცემი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სკანდალებითაც გამოირჩევა. ცნობილ ტელესახეს, ერთი ურთიერთობა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც ჭორები გავრცელდა მისი და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულზე. ეს ჭორები მათ ქორწილმა ჩაანაცვლა, მოგივანებით კი, მორიგი ჭორები წყვილის დაშორებას მოჰყვა.

მოგეხსენებათ, მანამდე სალომე სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელას“ წამყვან მოცეკვავეზე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული. მათი გზები „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებისას გაიყო. მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე ქორეოგრაფი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს. ამიტომ უცნობია, თავისუფალია თუ არა ამჟამად მოცეკვავის გული.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება