ლარი

ვის ჩამოაწერენ ჯარიმებს საქართველოში

835
(განახლებულია 12:07 19.02.2019)
იუსტიციის სამინისტრო ომის ვეტერანებისთვის, მარტოხელა დედებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმების ინიციატივით გამოდის.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სამინისტროს დაქვემდებარებულმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარლამენტში წარადგინეს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, მოქალაქეების ექვსი კატეგორია ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლდება, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ კანონპროექტში.

კანონპროექტის „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" დამტკიცების შემთხვევაში ამნისტია შეეხება პენსიონერებს (ქალები 60 წლიდან და მამაკაცები 65 წლიდან), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ოჯახებს, რომელთა სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია, შეიარაღებული ძალებისა და ომის ვეტერანებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს და იძულებით გადაადგილებულთ.

ჯარიმები ჩამოეწერებათ იმ პირებს, ვინც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინა და კანონპროექტის ძალაში შესვლის მომენტისთვის ახალი დანაშაული არ ჩაუდენია. საუბარი ეხება აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებულ დაახლოებით 33 ათას საქმეს და 22 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმას.

კანონპროექტის ავტორების ინიციატივა დაფუძნებულია იმაზე, რომ ზემოაღნიშნული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეები არ ფლობენ ისეთ ქონებას, რომლითაც შეიძლება ამა თუ იმ ჯარიმის გადახდა. ამნისტიას ერთჯერადი ხასიათი ექნება.

 

835
თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)