კასპში განახლებული ცემენტის ქარხანა გაიხსნა

© photo: Government of Georgia / FB HeidelbergCement-ის ახალი ქარხანა კასპში
 HeidelbergCement-ის ახალი ქარხანა კასპში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი საწარმო სრულად შეესაბამება თანამედროვე ეკონომიკურ სტანდარტებს

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. კასპში კომპანია HeidelbergCement-ის განახლებული თანამედროვე ცემენტის ქარხანა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქარხნის რემონტი 2016 წელს დაიწყო, რისთვისაც 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ცემენტი საქართველოში უფრო ხარისხიანი ხდება >>

1931 წელს აშენებული ქარხანა მთლიანად მოდერნიზებულია. დამონტაჟდა კლინკერის საწარმოო ხაზი, უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემა და ჰაერის მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც საწარმოში მტვრისა და გამონაბოლქვის კონცენტრაციის გაკონტროლება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

პროექტი განახორციელეს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და კერძო კომპანიამ „ჰანიველ პარტნერსი", რომლებიც HeidelbergCement-ის 50%-იანი წილის მფლობელები არიან.

კომპანია „ჰაიდელბერგცმენტის“ ცემენტის ქარხანა კასპში - Sputnik საქართველო
რას ითვალისწინებს სამშენებლო მასალების ტექნიკური რეგლამენტი

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძემ გარემონტებული ქარხნის გახსნაზე აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს.

„კასპში ცემენტის წარმოებას დიდი ტრადიცია აქვს და ჩემთვის სასიხარულოა, რომ აქ ახალ თანამედროვე ხაზს ვხსნით. საქართველოში ცემენტის წარმოება ყოველთვის ტრადიციული ინდუსტრია გახლდათ და ჩვენ გვჭირდებოდა ახალი ტექნოლოგიები, იმისათვის, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი ყოფილიყო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან აღნიშნა, რომ ქარხნის განახლება ქალაქში ეკოლოგიურ პრობლემებს გადაჭრის, რადგან ის უფრო თანამედროვე გახდა და გარემოს სერიოზულ ზიანს აღარ მოუტანს.

კომპანია HeidelbergCement-მა საქართველოში მუშაობა 2006 წელს დაიწყო. დღეისათვის ის ფლობს კასპის ცემენტის ქარხანას, რუსთავის ორ ცემენტის ქარხანას, ასევე ფოთში ცემენტის წისქვილს და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ის საქართველოში კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია.

ყველა ახალი ამბავი
0