საქართველოში მშენებლობების რაოდენობამ იკლო

© Sputnik / Denis Aslanovმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშენებლობის ნებართვა ყველაზე მეტი თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლშია გაცემული.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2018 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 2,1 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის 2,5 ათასი ობიექტი, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

ობიექტების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 4,8%-ით შემცირდა, ხოლო ფართობი – 13,8%-ით.

ექსპლუატაციაში ჩაშვებული ობიექტების ნახევარზე მეტი სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთსა და ქვემო ქართლზე მოდის.

 

საქართველოს ხუთი რეგიონი, სადაც 2018 წელს ყველაზე მეტი ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში

რეგიონი ობიექტების რაოდენობა ობიექტების საერთო რაოდენობის წილი %
თბილისი 745 29,6
კახეთი 385 15,3
ქვემო ქართლი 282 11,2
იმერეთი 234 9,3
მცხეთა-მთიანეთი 221 8,8

 

საქართველოში 2018 წელს ხელისუფლების მუნიციპალიტეტების ორგანოებმა გასცეს 6,2 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის 10,2 ათასი ობიექტის მშენებლობის ნებართვა.

ნებართვების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 2,8%-ით შემცირდა, ხოლო ფართობის – 4,4%-ით.

გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 72,6% სამ რეგიონზე – თბილისზე, აჭარასა და ქვემო ქართლზე მოდის.

 

საქართველოს ხუთი რეგიონი, სადაც 2018 წელს მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა გასცეს

რეგიონი ნებართვების რაოდენობა ნებართვების საერთო რაოდენობის წილი %
თბილისი 4 928 48,3
აჭარა 1 387 13,6
ქვემო ქართლი 1 091 10,7
იმერეთი 653 6,4
კახეთი 479 4,7

ნებართვები გაცემულია სხვადასხვა დანიშნულების შენობის აგებაზე, მათ შორისაა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები და სხვ., თუმცა ყველაზე მეტი წილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0