საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებელი 500 ლარით დაჯარიმდება

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიინტერნეტმომხმარებელი
ინტერნეტმომხმარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კანონი თვითდასაქმებულის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახალ საპენსიო სისტემაში მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო>>>

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ნორმა შარშან შევიდა და "დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ" კანონთან ერთად ამოქმედდა.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვით, 40 წლამდე ასაკის თითოეული დასაქმებული მოქალაქე ვალდებულია სიბერისთვის თანხის დაგროვება დაიწყოს. ხელისუფლების ვარაუდით, ეს სისტემა მომავალ პენსიონერებს მისცემს ხვალინდელი დღის რწმენას და უზრუნველყოფს ღირსეულ სიბერეს.

გამვლელები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

ახალი სქემის თანახმად, საქართველოს თითოეულ დასაქმებულ მოქალაქეს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს ექნება საკუთარი საპენსიო ანგარიში, რომელზეც ის ყოველთვიურად ხელფასის 2%-ს გადარიცხავს. იმავე რაოდენობის თანხას გადარიცხავს დამსაქმებელი და ასევე სახელმწიფო – 2-2%-ს, თუ ბენეფიციარის ნომინალური წლიური შემოსავალი 24 ათას ლარზე ნაკლებს შეადგენს, და 1%-ს, თუ შემოსავალი აღემატება ამ თანხას, თუმცა, თუ არ აჭარბებს 60 ათას ლარს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით დარღვევაზე კი ჯარიმა ორმაგდება. საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს თვითდასაქმებულის დაჯარიმებასაც 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით დარღვევაზე – 1000 ლარის ოდენობით.

1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისთვის, ანუ 2018 წლის 6 აგვისტოსთვის 40 წელი შეუსრულდათ, შეუძლიათ სისტემის დატოვება განცხადების საფუძველზე.

საპენსიო შენატანის განსახორციელებლად კომპანიებმა რეგისტრაცია საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0