საქართველო და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიინდოეთი
ინდოეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია, ქვეყნები მოქმედებაზე შეთანხმდნენ, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ირანის ასობით მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა >>

კვლევის დაწყების შესახებ შეთანხმებას ქვეყნებმა 2017 წლის აპრილში გააფორმეს. კვლევამ აჩვენა, რომ ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მხარეებზე პოზიტიურად აისახება - ეკონომიკურ კეთილდღეობასა და საქონელბრუნვაზე. გარდა ამისა, შეთანხმება დადებითად აისახება ინვესტიციებზე და ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

„კვლევის მთავარი შედეგის მიხედვით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება განხორციელებადი და ორმხრივად მომგებიანი იქნება. ეს დასკვნა ეფუძნება საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობის და ინვესტიციების პოტენციალის შეფასებას ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში. ამასთან, აღნიშნული კვლევა იძლევა რეკომენდაციას მხარეებმა სავაჭრო მოლაპარაკების კომიტეტის შექმნის გზით დაიწყონ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

დივანი - Sputnik საქართველო
ქართული კომპანიები გერმანიაში ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგებიან

ინდური მხარის წარმომადგენლის თქმით, კვლევა შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი გახდება.

„ჩვენ შევაჯერებთ კვლევის შედეგებს და მას შემდეგ, რაც ინდოეთისა და საქართველოს მთავრობები შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ,  დარწმუნებული ვარ, რომ მალევე დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობას“, - განაცხადა ბიდიუტ ბეჰარი სვეინიმ.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ინდოეთში ექსპორტის შესაძლო ზრდა განისაზღვრა ისეთ სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მადნები, წიდა, მეტალურგიული ნაწარმი, სამედიცინო პროდუქცია, ღვინო და სხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, გადამუშავებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ა.შ.  ხოლო ინდოეთიდან საქართველოში ექსპორტის ზრდა ნავარაუდებია შემდგომ პოზიციებზე: ცემენტი, მადნები, მინერალური საწვავი, პლასტმასის ნაწარმი, ელექტრომოწყობილობები და სხვა.

ქართულმა ფილმმა სამყაროს აღსასრულზე ინდოეთის ფესტივალზე გაიმარჯვა >>

რაც შეეხება ინვესტიციებს, ნავარაუდევია, რომ ინდოეთი განახორციელებს ინვესტიციებს ფერმერულ მეურნეობებში, ფარმაცევტულ, მეტალურგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის და სხვა სექტორებში.

საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად ვითარდება პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სფეროების კუთხით.

ყველა ახალი ამბავი
0