„საქართველოს ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება

© Facebook / Bank of Georgiaსაქართველოს ბანკის სათაო ოფისი
საქართველოს ბანკის სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანკის ახალი უფროსი კლიენტების თანამედროვე ფინანსური მომსახურების დანერგვას გეგმავს

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საკრედიტო ორგანიზაციას - „საქართველოს ბანკს“ 28 იანვრიდან არჩილ გაჩეჩილაძე უხელმძღვანელებს, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

„საქართველოს ბანკი“ 2,3 მილიონ მომხმარებელს ემსახურება და მას ქვეყანაში სერვის-ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელი და ბანკომატების ყველაზე დიდი ქსელი გააჩნია. ბანკის აქტივები 10,6 მილიარდ ლარს შეადგენს, ეს კი ბაზრის 34,4%-ია. ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის ძირითად მოედანზე ბრუნავს.

საქართველოს ბანკებში ახალი წლიდან კრედიტების აღება გაცილებით გართულდება >>

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, „საქართველოს ბანკის“ ჯგუფს სათავეში ჩაუდგება არჩილ გაჩეჩილაძე. მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, როდესაც წარადგინა საკუთარი ხედვა და სტრატეგია. არჩილს აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია და დიდი გამოცდილება საქართველოს საბანკო სფეროში არაერთი მიმართულებით. არჩილი არის ძლიერი ბიზნეს ლიდერი და მას შესწევს უნარი „საქართველოს ბანკი“ მნიშვნელოვანი კორპორაციული ცვლილებების შემდეგ განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნილ ჯანინმა.

ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
ბიზნესმენები საქართველოში საბანკო კრედიტებს სახელმწიფო გარანტიებით მიიღებენ

თავის მხრივ, „საქართველოს ბანკის“ ახალმა დირექტორმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს ბანკი“ არის წამყვანი ორგანიზაცია საბანკო სფეროში - ძლიერი ბრენდით, პროფესიონალი კადრებითა და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტით. საქართველოს ფინანსურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ციფრული და თანამედროვე ფინანსური მომსახურება განავითაროს და შესთავაზოს მომხმარებელს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბანკის მმართველ და აღმასრულებელ გუნდთან ერთად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ამ მიმართულებით საბანკო მომსახურებას საქართველოში“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

არჩილ გაჩეჩილაძე ბანკის გენერალური დირექტორის დანიშვნამდე კომპანია Georgia Global Utilities-ის გენერალური დირექტორის პოსტს და ამავდროულად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იგი ასევე მუშაობდა ისეთ საერთაშორისო კომპანიებში, როგორიც არის: Lehman Brothers Private Equity, Salford Equity Partners, EBRD, KPMG Barents, World Bank.

 

ყველა ახალი ამბავი
0