ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელმა  ბოლო 30 წლის რეკორდი მოხსნა

© photo: courtesy of Ministry of Agriculture of GeorgiaРазные винодельческие компании представили свою продукцию на "Фестивале нового вина" в Тбилиси
Разные винодельческие компании представили свою продукцию на Фестивале нового вина в Тбилиси  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად  2018 წელს  306,5 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

 

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. 2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც ბოლო თითქმის 30 წლის  რეკორდული მაჩვენებელია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო .

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან  შედარებით 20%-ითაა გაზრდილი. გარდა ამისა, 2017 წელთან შედარებით 13 %–თ  არის გაზრდილი  ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც. 

Welcome to Georgia–ს დაჯილდოება - Sputnik საქართველო
საუკეთესოები ტურიზმში – საქართველოში Welcome to Georgia!–ს გამარჯვებულები დაასახელეს

2018 წელს ექსპორტი გაზრდილია  ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:  იაპონიაში - 37% (211 883), პოლონეთში - 31% (3 508 122), დიდ ბრიტანეთში - 33% (105 608) და აშშ - ში 2% (466 056).

ევროპის მიმართულებით: შვეიცარიაში - 378% (25 350), დანიაში - 111% (17 834), რუმინეთში  - 100% (99 774), ჩეხეთში - 81% (61 908), იტალიაში 69% (17 244), ბულგარეთში - 60% (26 790), ნიდერლანდებში - 38% (82 641), გერმანიაში - 20% (483 791), ლიეტუვაში - 17% (488 154),  საფრანგეთში - 14% (113 885), ლატვიაში - 14% (1 711 078) და ესტონეთში - 11% (581 190).

რაც შეეხება ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებას:  ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა  სამხრეთ კორეაში - 275% (68 124), თურქმენეთში -  196% (197 694), ყირგიზეთში- 63% (218 550), აზერბაიჯანში - 40% (197 724), მონღოლეთში - 27% (214 398), უკრაინაში - 26% (10 687 835), რუსეთში - 12% (53 682 627) და ყაზახეთში - 8% (3 599 143).

ექსპორტიორი  ქვეყნების ათეული კი 2018 წელს ასე გამოიყურება: რუსეთი  (53 682 627), უკრაინა (10 687 835),  ჩინეთი  (6 951 019), ყაზახეთი  (3 599 143), პოლონეთი (3 508 122), ლატვია (1 711 078), ბელარუსი (1 606 002), ესტონეთი (581 190), ლიეტუვა (488 154) და გერმანია (483 791). 

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 34%–ით გაიზარდა ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი.  

დავით-გარეჯა - Sputnik საქართველო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მთავარი მიღწევები დასახელდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით,  სხვადასხვა  მოცულობის ღვინის ექსპორტი 284-მა კომპანიამ განახორციელა.

ქართულ ღვინისთან ერთად მსოფლიოს 26  ქვეყანაში ექსპორტირებულია 20 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 9%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.

რაც შეეხება მიღებულ შემოსავალს, სულ ექსპორტირებულია  40,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი და ზრდა წინა მაჩვენებელთან შედარებით   3%-ს აღწევს.

მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 422 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 47% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  1,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ 2017 წელთან  შედარებით 44%-ს მიაღწია.

მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 306,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2017 წელთან შედარებით 7%-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0