ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი: ამ დროისთვის 4 მილიარდ ლარამდე სესხია განულებული

148
(განახლებულია 16:11 31.12.2018)
ამ დროისთვის, პრობლემური ვალების განულების პროგრამაში 11 საბანკო და 27 არასაბანკო საფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობს

თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ამ დროისთვის 4 მილიარდ ლარამდე სესხია განულებული და  პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi  საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ნიჭი, ძამიკო, ნიჭი“... ანუ გაცოცხლებული მევალეები>>>

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივა მიმდინარე წლის ნოემბერში გაახმოვანა, რომლის თანახმად, ახალ წლამდე საბანკო დავალიანება ჩამოეწერებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილი. „შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება. 

ე.წ. შავ სიაში შეყვანილი მოქალაქეების სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე vali.ge 10 დეკემბრიდან გახდა ხელმისაწვდომი. თუ მსესხებელი აღნიშნულ ონლაინ-ბაზაში საკუთარ მონაცემებს იპოვის, მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში ვებ-გვერდზე მითითებული დავალიანება გაუნულდება.

„ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც არ შემოუერთდნენ ამ პროცესს.  ყველა საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლითაც მოხდა ვალების დაფარვა „ქართუს“ მიერ, 15 იანვრამდე კარი ღიაა და შეუძლიათ, შემოუერთდნენ პროცესს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ბოლო მონაცემებით, ვებგვერდზე განთავსებულია  604 ათას 797 მსესხებლის ინფორმაცია 1,302,750 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა კი 4 მილიარდ ლარს აღწევს.

„შავი სიის“ გათეთრების თეორია და პრაქტიკა... ანუ ვისთვის და როგორ?!>>>

ვებ-გვერდზე ამ ეტაპზე ატვირთულია 11 ბანკიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:  სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს "ბაზისბანკი", სს "ტერაბანკი", სს „კრედო ბანკი" და სს “ფინკა ბანკი საქართველო”. 

განულების პროგრამაში ამ ეტაპზე მონაწილეობს 27 არასაბანკო საფინანსო ორგანიზაცია: შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო”, შპს „ემ.კოლექტორი”, შპს „კრედიტ ექსპერტ ჯორჯია”, შპს „გრანატ კაპიტალ”, შპს „გრანატ ინვესთმენთ”, შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“, შპს „ფინანსური ბიურო”, შპს „ფინანსური მონიტორინგის ბიურო”, შპს „ფინანსური სექტორი”, შპს “კრედიტლაინი”, შპს UNIVERSAL SERVICE, სს „მისო ინტელექსპრესი”, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ”, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი”, შპს „მონლაინ”, შპს „საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო”, შპს „კრედიტ მენეჯმენტი”, სს „მისო კრისტალი”, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს”, სს „ორგანიზაცია სვის კაპიტალ”, შპს „სვის კაპიტალ ავტო”, სს „ზიპ კრედიტ”, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4ფინანსი”, სს „იკაპიტალი“, სს მისო „ქართული კრედიტი“, შპს „ფინპორტი”, შპს „ფრენდლი ფაინენს ჯორჯია”.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვალები ჩამოეწერებათ იმ პირებს, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც კრედიტი მის განულებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე აქვს აღებული და პროცენტი არც ერთხელ არ გადაუხდია; ასევე თუ აღებული კრედიტის ძირითადი ოდენობა პროცენტებისა და ჯარიმების გარეშე 2 ათას ლარს არ აღემატება.

148
თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)