ეროვნული ვალუტა

საქართველოს მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

322
(განახლებულია 16:36 11.12.2018)
ვებ-გვერდზე ამ დროისთვის ატვირთული ინფორმაციის მიხედვით, სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა 3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე – vali.ge, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვის ჩამოაწერენ სესხებს: ვებ-გვერდი დღეს ამოქმედდება>>>

პრემიერ-მინისტრმა ახალი ინიციატივა მიმდინარე წლის ნოემბერში გაახმოვანა, რომლის თანახმად, ახალ წლამდე საბანკო დავალიანება ჩამოეწერებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილი. „შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება.

ნოემბერში პრემიერმა განაცხადა, რომ საუბარი ეხება 1,5 მილიარდ ლარს, რომლითაც დაიფარება საფინანსო ორგანიზაციების წინაშე 600 ათასი მოქალაქის საბანკო დავალიანებები. არსებული ინფორმაციით, ამ ვალების ჩამოწერას „ქართუ ბანკი" ითავებს, რომლის დამფუძნებელია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ე.წ. შავ სიაში შეყვანილი მოქალაქეების სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე vali.ge 10 დეკემბრიდან გახდა ხელმისაწვდომი.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრობლემური სესხების გადასამოწმებელი ვებ-გვერდის ამოქმედების შემდეგ ინტერნეტში მისი რამდენიმე ყალბი ანალოგი შეიქმნა (მაგალითად, Wali.ge), სადაც სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციებია განთავსებული. ყალბი საიტები ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ურჩევენ, კვლავ აიღონ რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სწრაფი სესხები.

„გათეთრებულთა“ ხვედრი... ანუ რას დაეყრდნობა საბანკო ვერდიქტი>>>

ფინანსთა სამინისტრო მსესხებლებს აფრთხილებს, რომ პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ ვებ-გვერდზე vali.ge და არა სხვა ვებ-გვერდებზე, რაც ინტერნეტში გავრცელდა.

თუ მსესხებელი აღნიშნულ ონლაინ-ბაზაში საკუთარ მონაცემებს იპოვის, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში გაუნულდება ვებ-გვერდზე გამოტანილი დავალიანება.

„ვებ-გვერდზე vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ვებ-გვერდზე ამ ეტაპზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი", სს „თიბისი ბანკი",  სს „ლიბერთი ბანკი", სს „სილქ როუდ ბანკი", სს „ხალიკ ბანკი საქართველო", სს „იშბანკი საქართველო".

უწყების ცნობით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას მათი მონაცემებიც დაემატება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვალები ჩამოეწერებათ იმ პირებს, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც კრედიტი მის განულებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე აქვს აღებული და პროცენტი არც ერთხელ არ გადაუხდია; ასევე თუ აღებული კრედიტის ძირითადი ოდენობა პროცენტებისა და ჯარიმების გარეშე 2 ათას ლარს არ აღემატება.

 

322
თემები:
საქართველოს მთავრობა–2018 (141)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 15 ივლისს

5
(განახლებულია 08:20 15.07.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0019 ლარით გაუფასურდა 

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0633 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0019 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 15 ივლისს
ლარის კურსი 15 ივლისს
5
თემები:
ლარის კურსი დღეს
პრემიერი გიორგი გახარია

„ქართლი ტექსტილი“ რუსთავს ახალი ფაბრიკა ექნება

89
(განახლებულია 19:46 14.07.2020)
საწარმოში, რომლის მშენებლობის დასრულება ოთხ თვეში იგეგმება, 3 ათასი ადამიანი დასაქმდება, აქედან უმრავლესობა ქალი იქნება.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ქალაქ რუსთავში ახალი საფეიქრო ფაბრიკა, „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი „ქართლი ტექსტილი“ შენდება.

როგორც პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საწარმოში 3 ათასი ადამიანი დასაქმდება.

სიღნაღში კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა>>

მშენებლობა ოთხ თვეში დასრულდება. პრემიერის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში რუსთავში ახალი საწარმო შენდება.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ შემოსავალი დააკლდათ ოჯახში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზება მოვახდინოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ იმასთან ერთად, რომ არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

„აჭარა ტექსტილმა“ ფაბრიკის მშენებლობისთვის სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიიღო მიწის ნაკვეთი იქ განლაგებული ნაგებობებით. კომპანია განახორციელებს 20 მლნ ლარის ინვესტიციებს, საიდანაც 10 მლნ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაცემული კრედიტია. საფეიქრო საწარმოში დასაქმებულების 90% ქალები იქნებიან.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.

კორონავირუსის პანდემიამ გამოწვევის წინაშე დააყენა არა მხოლოდ ქართული ბიზნესი, არამედ ასევე სახელმწიფო სააგენტოც, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაა. ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობამ გააფართოვა პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და ის ახლა 300-ზე მეტი სახის ბიზნეს-საქმიანობას მოიცავს.

89
თემები:
საქართველოს ეკონომიკა