ტაუერის ხიდი ლონდონში

საქართველო ლონდონსა და სტრასბურგში საელჩოების შენობებს შეიძენს

118
(განახლებულია 18:31 06.12.2018)
საქართველოს პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პაკეტს განიხილავს.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საგარეო საქმეთა სამინისტრო წლის ბოლომდე მიიღებს დამატებით 21 მილიონ ლარს ლონდონსა და სტრასბურგში დიპლომატიური მისიებისთვის შენობების შესაძენად, აღნიშნულია მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტში.

კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია. ცვლილებების თანახმად, იგეგმება საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა 119,4 მილიონი ლარიდან 141,9 მილიონ ლარამდე.

საერთო ჯამში, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავლები 150,7 მილიონი ლარით გაიზრდება და 10,4 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ასიგნებები 7,8 მილიონი ლარით გაიზრდება და 12,5 მილიარდ ლარს შეადგენს.

118
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (445)