Indigo საქართველოში იფრენს

© IndiGo / FB ინდური ავიაკომპანია Indigo-ს თვითმფრინავი
ინდური ავიაკომპანია Indigo-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდოეთის ავიაკომპანია Indigo-ს რეისები თბილისის მიმართულებით Airbus 321-ის თვითმფრინავებით განხორციელდება.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. დიდი ინდური ავიაკომპანია Indigo 2019 წლის თებერვლიდან დელი-თბილისის პირდაპირ რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს, იუწყება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia.

ავიაკომპანია SkyUp-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
თბილისსა და კიევს დაბალბიუჯეტიანი „ახალგაზრდა" ავიაკომპანია დააკავშირებს

კომპანია Indigo საქართველოში ფრენებით მიმდინარე წლის ზაფხულში დაინტერესდა. მას შემდეგ მხარეებმა გამართეს ორი შეხვედრა, რომლებზეც ავიამიმოსვლის ტექნიკური დეტალები განიხილეს.

პირდაპირი რეისები Airbus 321-ის თვითმფრინავებით განხორციელდება.

ავიაკომპანია Indigo 2006 წელს შეიქმნა. ის ფრენებს 59 მიმართულებით ასრულებს, აქედან 48 ადგილობრივია, ხოლო 11 – საერთაშორისო. კომპანიის ავიაპარკში 195 საჰაერო ხომალდია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი TAV URBAN Georgia LLC-ს მმართველობაში 22 წლით 2005 წლის 1 ნოემბერს გადავიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0