კომპანია Wizz Air-მა განმარტა, რატომ ჩარჩნენ საქართველოს მოქალაქეები მილანის აეროპორტში

CC BY 2.0 / Bartlomiej Mostek / Airbus A320-232 (WL)ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა უპასუხა ბრალდებებს იმის გამო, რომ საქართველოს ზოგიერთმა მოქალაქემ იტალიიდან საქართველოში გამოფრენა ვერ შეძლო.

საქართველოს მოქალაქეები მილანის აეროპორტში ჩარჩნენ >>

მანამდე მედიაში მომხდარის რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთის თანახმად, მილანი-ქუთაისის რეისის მგზავრების ნაწილი ბორტზე მოხვედრა იმის გამო ვერ მოახერხა, რომ ავიაკომპანიამ დაშვებულზე 30-ზე მეტი ბილეთი გაყიდა. სხვები ამტკიცებენ, რომ მილანის აეროპორტის თანამშრომლებმა რეგისტრაციის პროცესი შეგნებულად გააჭიანურეს.

„Wizz Air-ი უარყოფს ცრუ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ 12 ნოემბრისთვის დაგეგმილ ნომერ W6 6412 რეისზე (მილან მალპენსა-ქუთაისი) გაიყიდა იმაზე მეტი ბილეთი, ვიდრე ბორტზე ხელმისაწვდომი ადგილია“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ცრუ შეტყობინება ბომბის შესახებ: სიდედრი სიძეზე იყო გაბრაზებული

იქვე აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა მგზავრმა უბრალოდ რეისზე დააგვიანა.

„ზოგიერთი მგზავრი გაფრენის წინ აეროპორტში დროულად არ მივიდა, რეგისტრაციის დროს ზოგიერთმა მგზავრმა ხელბარგზე დაწესებული გადასახადის გადახდაზე უარი განაცხადა, რამაც მილანის აეროპორტში რეგისტრაციის პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. აქედან გამომდინარე, რამდენიმე მოქალაქემ რეგისტრაცია დროულად ვერ გაიარა და თვითმფრინავზე ვერ მოხვდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავიაკომპანია მოუწოდებს მგზავრებს აეროპორტში გაფრენამდე ორი საათით ადრე და ჩასხდომის გასასვლელთან გაფრენამდე მინიმუმ 40 წუთით ადრე მივიდნენ.

უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი დღეისათვის 13 ქვეყანაში 20 მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს.

ქუთაისის აეროპორტი 2012 წლის შემოდგომაზე ამოქმედდა.

ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტია - საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნა როგორც ავიაკომპანიებს, ისე აეროპორტებს შორის.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0