თბილისში ყავისა და ჩაის ფესტივალი გაიმართება

© Sputnik / Levan Avlabreliთურქული ყავა
თურქული ყავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი ცნობილი ბრენდების ჩაი და ყავა, ასევე ჩაი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ჩაის და ყავის ფესტივალი, რომელზეც ამ სასმელების ასამდე სახეობის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი, თბილისის სავაჭრო ბიზნეს-ცენტრ „ქარვასლაში“ 16-17 ნოემბერს გაიმართება.

შოკოლადის შადრევანი და სანტა–კლაუსი: თბილისელებს ყველაზე ტკბილ ფესტივალზე იწვევენ >>

ფესტივალი ყავისა და ჩაის მოყვარულთ 11:00 საათიდან 19:00 საათამდე გაუმასპინძლდება. ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა უფასოა, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დღესასწაულის სტუმრებს ელოდებათ ჩაისა და ყავის იმპორტული და ადგილობრივი ბრენდების დეგუსტაცია. მათ შორისაა Sisauri Grinders, Lavazza, Mondo Coffee, Caffe Hausbradt, Cafes Richard, ყავა „ჩერი“, „ტუპინამბა“, ჩაი „აჰმადი“, „შემოქმედი“, „ნაგომარის ჩაი“, „გურიელი“, „1847“, „მანა“ და სხვ.

ფესტივალზე ქვეყნის სხვადასხვა მხარეში - გურიაში, თუშეთსა და იმერეთში წარმოებული ქართული ჩაის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი.

დაინტერესებულმა პირებმა დარეკონ ტელეფონზე 593418 528 ან ღონისძიების Facebook-ის ოფიციალურ ვებგვერდს მიმართონ.

ყველა ახალი ამბავი
0