ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარი გამყარდა ეროვნული ბანკი მილიონობით დოლარს ყიდულობს

121
ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს არჩევნების პერიოდში შექმნილი ვითარება.

თბილისი,  9 ნოემბერი  — Sputnik. პარასკევის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა და  დოლარის  მიმართ  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,722 GEL/$1  შეადგინა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა 11 სავალუტი აუქციონი გამართა, რომლებზეც 122,5 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა.

ეროვნული ბანკის მიერ შაბათისთვის დადგენილი ოფიციალური კურსი 2,7146 GEL/$1–ს შეადგენს, რაც პარასკევთან  შედარებით,  0,0359 ლარით მაღალია.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.

თვეზე მეტია ლარი ყოველდღიურად უფასურდება. საქართველოს ეროვნული ბანკის 8 ნოემბერს დადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარი 2, 7656 ლარი ღირს. კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარი კიდევ უფრო ძვირი ღირს – 2,8 ლარამდე.

ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლარის კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს არჩევნების პერიოდში შექმნილი ვითარება. ეროვნულმა ბანკმა საჯარო პირებს მოუწოდა თავი შეიკავონ „ლარის კურსთან მიმართებით უსაფუძვლო განცხადებებისგან“.

ეროვნული ბანკის განცხადებას დაეთანხმა საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელმაც აღნიშნა: „მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკაში არანაირი ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს იმისა, რომ ლარის დევალვაცია იყოს. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება ზოგიერთი პოლიტიკოსის უპასუხისმგებლო  განცხადებებმა შეუწყოს ხელი. აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და პოზიციებს მოვუსმინოთ, რომლებიც თვალს ადევნებენ პროცესებს“, განაცხადა პრემიერმა.



121
თემები:
ლარის კურსის დაცემა (31)
სავალუტო ჯიხური

ლარის კურსი 6 აგვისტოს

75
(განახლებულია 09:24 06.08.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3, 0739 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 6 აგვისტოს



75
თემები:
ლარის კურსი დღეს
თბილისი

საქმიანი ვიზიტით საქართველოში: სურვილი 2,7 ათასმა უცხოელმა გამოთქვა

220
(განახლებულია 20:31 05.08.2020)
მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის იმ მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, სულ მცირე, ექვსი თვით ცხოვრების უფლება ექნება.

თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ  ბიზნეს-ვიზიტორების პლატფორმა საქართველოში სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოში საქმიანი ვიზიტის განსახორციელებლად უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებმა წინასწარ უნდა შეავსონ შესაბამისი ფორმა და აღნიშნონ შესაბამისი უწყება, რომლის მოწვევითან ისინი გეგმავენ ქვეყანაში ჩამოსვლას. საქართველოში მივლინებით ჩამოსულმა პირებმა ყოველ 72 საათში  კორონავირუსზე PCR–ტესტი უნდა გაიკეთონ ან საკუთარი ხარჯებით სავალედბულო 14–დღიანი კარანტინი გაიარონ. ეს არ ეხება ევროკავშირის წევრ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც საქართველომ უპირობოდ გახსნა საზღვრები.

„დღეს ჩვენ საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა გვაქვს – სხვადასხვა ქვეყნიდან 2,7 ათასამდე  განაცხადია შემოსული, როგორც რეგიონის, ისე ევროპის ბევრი ქვეყნიდან, საიდანაც ბიზნეს–ვიზიტორს მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტით სურს საქართველოში ჩამოსვლა. და თქვენ იცით, რომ  მოცემულ შემთხვევაში მათ უფლება აქვთ, კარანტინის გარეშე, გარკვეული პერიოდულობით, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR–ტესტი“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ეს არის უსაფრთხო საქართველოს მოსახლეობისთვის და გარდა ამისა, ქვეყანას ბიზნეს–პროცესების გაცოცხლებისა და ინვესტორთან ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.

თურნავამ გნაცხადა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ახალი პლატფორმის კიდევ ერთი პრეზენტაცია ჩატარდება, რომლის წყალობითაც საქართველოში ხანგრძლივი ვადით ჩამოსვლას შეძლებენ  უცხოელი ვიზიტორები, რომლებსაც საქართველოდან დისტანციური მუშაობის სურვილი ექნება.  

„ამ მიმართულებით ძალიან მაღალი ინტერესი არსებობს, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან და მათგან, ვინც მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გადავიდა. ასე რომ სწორედ საქართველო გახდება ის ადგილი, საიდანაც ისინი შეძლებენ თავიანთ კორპორაციებში მუშაობას, მაგრამ იცხოვრებენ საქართველოში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროექტის თაახმად, მთავრობა პროექტის თანახმად, მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, სულ მცირე, ექვსი თვით ცხოვრების უფლება ექნება.

საქართველოში გრძელვადიანი პერიოდით ყოფნის მსურველებისთვის შემუშავდა განაცხადების მიღების ელექტრონული პლატფორმა.

გრძელვადიანი პერიოდით ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა სამივე კატეგორიის მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. განცხადებაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტრაქტორის შესახებ, წინასწარ დასტურს სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და ა.შ.

ე.წ. გრძელვადიანი ვიზიტორები 14-დღიან კარანტინს კომერციული ტარიფით, საკუთარი ხარჯით გაივლიან, ასევე განიხილება ექვსთვიანი სამოგზაურო დაზღვევის არსებობა.

220
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

რუსეთის საელჩომ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაზე

0
(განახლებულია 13:38 06.08.2020)
აღსანიშნავია, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლისთვის 138 მლნ დოლარი მოითხოვა „რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლისთვის“.  

თბილისი, 6 აგვისტო ― Sputnik. სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება „რუსული პროპაგანდის“ შესახებ, მოწოდებულია იმისკენ, რომ „ჩაახშოს“ მოსკოვის წინადადება აშშ–სთან თანამშრომლობის აღდგენის თაობაზე, იუწყება РИА Новости ვაშინგტონში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით. 

მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებულმა გლობალური ურთიერთქმედების ცენტრმა გამოაქვეყნა მოხსენება „რუსეთის დეზინფორმაციის დედაბოძებზე“, რომელშიც „რუსული პროპაგანდის“ კონცეფციაა სისტემატიზებული. ამ განსაზღვრების ადრესატები აღმოჩნდა რამდენიმე რუსული მედიასაშუალება. დეზინფორმაციის მაგალითებად მოხსენებაში მოყვანილია РИА Новости–ს, RT–ს, პირველი არხის,  Sputnik–ის, Россия 24–ისა და სხვა გამოცემების სათაურები.

დიპმისიაში რუსულ და უცხოურ მედიასაშუალებებს, რომლებიც „აშშ–ის კრიტიკას ბედავენ“, ურჩიეს მხედველობაში იქონიონ, რომ ისინი „დიდი ალბათობით გახდებიან საგულდაგულო შესწავლის ობიექტები“, ხოლო მათი რესურსები ამერიკულ სოციალურ ქსელებში შეიძლება დაიბლოკოს კიდეც მიზეზების ყოველგვარი განმარტების გარეშე.

საელჩოში განაცხადეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს „უკიდურესად არ მოსწონს ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების არსებობა და მათი დისკრედიტაციისთვის სერიოზული რესურსებია ამოქმედებული“.

„ნებისმიერი ხმა, რომელიც ეწინააღმდეგება ვაშინგტონს, რუსული სპეცსამსახურებისა და კრემლის სამსახურში მყოფ დეზინფორმაციად ცხადდება“, — წერენ დიპლომატები „ფეისბუქზე“.

საელჩოში ის აბსურდული მტკიცებულებები დაასახელეს, რომლებიც მოხსენებაშია მოყვანილი. მაგალითად, ოფიციალურ სამთავრობო კომუნიკაციებში აშშ–ის საგარეო უწყება მოიაზრებს რუსეთის ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერ ვლადიმირ ჟირინოვსკისა და კერძო რადიოსადგურს Говорит Москва.

„თუ ეს იმ მთელი კონსტრუქსიის მწვერვალია, რომელსაც ამერიკელი კოლეგები ესოდენ საგულდაგულოდ აგებდნენ, მაშინ ის უფრო მეტად კარტის სახლს ჰგავს“, — განაცხადეს საელჩოში.

აღსანიშნავია, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლისთვის 138 მლნ დოლარი მოითხოვა „რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლისთვის“.  

მანამდე კრემლმაც და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც არაერთხელ უარყვეს დეზინფორმაციაში ბრალდება.

აშშ–ს არსებობს უცხოეთში სამაუწყებლო სახელმწიფო სააგენტო — „ამერიკის ხმისა“ და „თავისუფლების/ თავისუფალი ევროპის“ დედასტრუქტურა, რომლებიც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, უცხოურ აგენტთა სიაში შეიყვანა. ორგანიზაციას, რომელიც 1994 წლიდან „მაუწყებლობის საკითხებზე მმართველთა საბჭოდ“ (BBG) იწოდებოდა, სახელი 2018 წელს გადაერქვა და ეწოდა „გლობალური მედიასაშუალებების აშშ–ის სააგენტო (USAGM). ის მთლიანად აშშ–ის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2017 წელს სააგენტოს ხარჯებმა 748 მლნ დოლარი შეადგინა.

0
თემები:
რუსეთი დღეს