ჩინეთი. ხანჯოუ

„ისტორიული შანსი": საქართველოს ჩინეთში ექსპორტის გაზრდა სურს

79
(განახლებულია 09:33 09.11.2018)
საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, საიდანაც ჩინეთს იმპორტის მნიშვნელოვნად გაზრდა სურს.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან ექსპორტის ზრდას დაეხმარება და სავაჭრო დეფიციტს დააბალანსებს, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

ბახტაძემ ისაუბრა ჩინეთში ვიზიტზე, რომელსაც ქართული დელეგაცია ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის პირადი მიწვევით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ ძალზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

მამუკა ბახტაძე ჩინელ ბიზნესმენებს ერთობლივ პროექტებში იწვევს>>

„სწორედ ამ ფორუმზე წარმოდგენილი ქვეყნები განიხილებიან იმპორტის მთავარ წყაროდ ჩინეთისთვის. ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდით გეგმავს იმპორტის გაზრდას ამ ქვეყნებიდან და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ამ ქვეყნების რიცხვშია", – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მან ჩინეთის მეთაურთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილა. ამას გარდა, ქართულმა მხარემ მონაწილეობა მიიღო გამოფენაში, რომელშიც რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა მიეცა.

„ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელიც გვაქვს ჩინეთთან და ამავე დროს ის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს იმპორტის ზრდას ჩინეთში, არის უნიკალური ისტორიული შანსი, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება მეტი წარმოება, მეტი სამუშაო ადგილი, რაც საბოლოოდ საექსპორტო პოტენციალის გაზრდას დაეხმარება.

„ვფიქრობ, შემდეგი ორი წლის განმავლობაში ის კონკრეტული გეგმა, რაც ჩვენ გვაქვს საექსპორტო პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით, მოგვცემს საშუალებას, ამ მიმართულებაში მივაღწიოთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს", – განაცხადა პრემიერმა.

საქონელბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 2018 წლის ათ თვეში 810,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 162,8 მლნ საქართველოდან ექსპორტზე მოდის.

 

79
თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 27 მაისს

83
(განახლებულია 08:28 27.05.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ არ შეცვლილა.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1916 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ არ შეცვლილა.

ლარის კურსი 27 მაისს
ლარის კურსი 27 მაისს
83
თემები:
ლარის კურსი დღეს
უფასო WiFI-ს ნიშანი

ქართულ სოფლებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გაყვანა დაიწყება

82
(განახლებულია 00:25 27.05.2020)
პირველი, საპილოტე ეტაპი უახლოეს დღეებში დაიწყება, დანარჩენი ეტაპები, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში ამოქმედდება, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. უახლოეს მომავალში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა „ოუფენ ნეტის“ (OpenNet) საპილოტე ნაწილი დაიწყება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

აღნიშნული პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს სოფლების და დაბების ინტერნეტით უზრუნველყოფა, რადგან დიდი ქალაქებისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მეტნაკლებად ხელმისაწვდომია. საუბარია 800 დასახლებულ პუნქტზე.

მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკმა დაადასტურა მზადყოფნა, რომ დააფინანსებს აღნიშნულ პროექტს ქვეყნის მთავრობასთან ერთად.

თურნავას თქმით, აღნიშნული პროექტის შემდგომი დაჩქარების გეგმა მსოფლიო ბანკთან ერთად კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე მომზადდა.

„პროექტი დაყოფილია ორ ეტაპად. პირველი, საპილოტე ეტაპი დაიწყება უახლოეს დღეებში და შემდგომი დანარჩენი ეტაპი უკვე მსოფლიო ბანკთან შეთანხმების კვალობაზე, სავარაუდოდ უახლოეს თვეებში“, - განაცხადა თურნავამ.

თურნავას თქმით, კორონავირუსის პანდემიის ეპოქაში უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა პირადმა თუ სამსახურთან ან განათლებასთან დაკავშირებულმა ონლაინ ურთიერთობებმა. სწორედ ამიტომ გადაწყდა პროექტის განხორციელების პროცესის დაჩქარება.

„საპილოტე ნაწილი დაიწყება, უკვე დასრულდა ტენდერი და გვყავს გამარჯვებული კომპანია, მშენებლობა დაიწყება და მერე, შემდგომი პროექტიც მიყვება, ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია დამონტაჟდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შესაბამისი აპარატურა იმისთვის, რომ მოხდეს იმ სოფლების ინტერნეტიზაცია, რომლებიც დღესდღეობით ვერ სარგებლობს ინტერნეტით ან სადაც დაბალი ხარისხის ინტერნეტია.

ხევსურეთი online! – სოფელ როშკაში ინტერნეტი ჩაირთო >>

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტის ქსელში სულ 901,8 ათასი აბონენტია რეგისტრირებული, მათ შორის არის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. აბონენტების უმრავლესობა დაფიქსირებულია თბილისში, ბათუმსა და რუსთავში, ამასთან, მთიან რეგიონებში არის სოფლები, რომლებშიც დღემდე არ არის ინტერნეტი. ყველაზე მძიმე სიტუაცია მთიან აჭარაში - შუახევში, ქედასა და ხულოში, ასევე თიანეთის და სვანეთის მუნიციპალიტეტებში.

82
თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები
ტურისტები ორბელიანის მოედანზე

საზღვრები არ გაიხსნება: რას ნიშნავს ტურისტული სეზონის გახსნა საქართველოში

0
(განახლებულია 23:36 27.05.2020)
უცხოელებმა, რომლებიც ამ ზაფხულს შვებულების გატარებას საქართველოში გადაწყვეტენ, კორონავირუსზე ტესტი ჩამოსვლამდე 72 საათით ადრე უნდა გაიარონ

თბილისი, 28 მაისი - Sputnik. საერთაშორისო ტურისტების მიღების დაწყება არ ნიშნავს საზღვრების გახსნას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარია: საქართველო მზად არის მიიღოს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა არჩევნებზე >>

საქართველო შიდა ტურიზმის გახსნას 15 ივნისს გეგმავს, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების მიღება ქვეყანაში 1 ივლისიდან დაიწყება.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის გახსნის, აქ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ საზღვრები გავხსენით და ეს ხალხი ასე უკონტროლოდ შემოვიდა, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ სუფთა დერეფნებზე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მისი თქმით, საუბარია მხოლოდ ორგანიზებულ ტურისტულ ჯგუფებზე, რომლებიც დაისვენებენ კონკრეტულ სასტუმროებში, ისარგებლებენ გარკვეული ტრანსპორტით და მომსახურებით. ასევე დამსვენებლებმა კორონავირუსზე ტესტი ქვეყანაში ჩამოსვლამდე 72 საათით ადრე უნდა გაიარონ.

„სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ რეპუტაციულად, ჩვენი ტურიზმის ბრენდს და სექტორს ვაყენებთ რისკის ქვეშ“, - განაცხადა გახარიამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების პრეტენზია გააჩნია და ამიტომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოში ვიზიტის დროს უცხოელები COVID-19-ით არ დაინფიცირდებიან.

0
თემები:
ტურიზმი საქართველოში