რუსთავში მარილის საწარმო აშენდება

© Pixabay / Bru-nOმარილი
მარილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწარმო წელიწადში გამოუშვებს 2500 ტონა მარილს ჰიმალაის მთებიდან

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, რუსთავში მარილის მწარმოებელი საწარმო აშენდება, ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრესრელიზში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საწარმო წელიწადში 2500 ტონა მარილს აწარმოებს, რომელიც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. იგეგმება პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე ევროკავშირის ბაზარზე. საწარმოს აღჭურვისა და ფუნქციონერებისათვის ინვესტორი 500 000 ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

ქართული ღვინო გამოფენაზე Expovina ციურიხში - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო შვეიცარიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

როგორც აღნიშნულია, საწარმო გამოუშვებს ნატურალურ, ორგანულ, ტრადიციული მეთოდით დამუშავებულ მარილს ჰიმალაის მთებიდან, რომელიც ითვლება ერთ–ერთ უსუფთავეს მარილად მსოფლიოში და გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „გლობალ ენტერპრაიზი“ რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ბიზნესის მხარდასაჭერად, კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.

ქართული კომპანიები Websummit 2018-ზე წარდგებიან >>

„აწარმოე საქართველოში“ — საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სააგენტოა, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერით არის დაკავებული. სააგენტო სამ კომპონენტს აერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტსა და ინვესტიციებს. სააგენტოს ინტერესების სფეროში მოხვდა უამრავი პროექტი, მათ შორის „ერთიანი აგროპროექტი" და „სტარტაპ საქართველო". 2016 წელს სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულება დაემატა.

 

ყველა ახალი ამბავი
0