ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრების გადაყვანა დაიწყება

გამოწერა
„აზერბაიჯანის რკინიგზა" შვეიცარული კომპანია Stadler-ის მიერ წარმოებულ ახალ ვაგონებს შეიძენს

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. კომპანია „აზერბაიჯანის რკინიგზა" 2019 წლის მესამე კვარტალში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით მგზავრების გადაყვანის დაწყებას გეგმავს, ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბაქო-თბილისი-ყარსის სრულყოფილი ამოქმედების თარიღი ცნობილია>>>

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. ტვირთის გადაზიდვების გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

„2019 წლის მესამე კვარტალში ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით მგზავრების გადაყვანა იგეგმება. ამ მიზნით, 2019 წლის პირველ კვარტალში შვეიცარული კომპანია Stadler-ის მიერ წარმოებული ახალი ვაგონების იმპორტი დგას დღის წესრიგში. მეორე ეტაპზე მოსალოდნელია კიდევ 10 ვაგონის დამატება. ვაგონები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაა წარმოებული", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - Sputnik საქართველო
თბილისი, ბაქო და ანკარა თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

„აზერბაიჯანის რკინიგზის" მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ყარსის ექსპლუატაციაში ჩაშვებიდან დღემდე ამ ხაზით 3 ათასი კონტეინერისა და ვაგონის გადაზიდვა განხორციელდა. აღნიშნული სარკინიგზო ხაზით ჩინეთიდან, აზიის ცენტრალური ქვეყნებიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან თურქეთში და პირიქით, ძირითადად, სამშენებლო მასალების, ელექტრომოწყობილობების, სარეცხი საშუალებების, მარცვლეულისა და სხვა ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის სიგრძე 846 კილომეტრს შეადგენს.

ბაქო-თბილისი-ყარსის წლიური სავარაუდო გამტარუნარიანობაა — მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონამდე შეიძლება გაიზარდოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0