დავით ჩირაძე

„საქართველოს რკინიგზა" მზადაა, ნავთობის გადაზიდვის ტარიფები შეამციროს

88
(განახლებულია 16:52 12.09.2018)
„საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენელმა უარი განაცხადა ესაუბრა იმაზე, თუ რა ტირიფები აქვს „საქართველოს რკინიგზას" ამჟამად დადგენილი.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობამ შეიძლება დაწიოს ტრანსპორტირების ტარიფები აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ისა და ყაზახეთის კომპანია „კაზმუნაიგაზისთვის", რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადააქვთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადასაზიდი პროდუქციის რაოდენობას წელიწადში ოთხ მილიონ ტონამდე გაზრდიან, განუცხადა ჟურნალისტებს „საქართველოს რკინიგზის" მფლობელობაში არსებული კომპანია GR Transit-ის დირექტორმა დავით ჩირაძემ.

SOCAR-ი ყულევის პორტში ნავთობის ტერმინალის მფლობელია, ხოლო "კაზმუნაიგაზის" შვილობილ კომპანია "კაზტრანსოილს" ბათუმის ნავთობის ტერმინალი ეკუთვნის. ჩირაძის თქმით, 2017 და 2018 წლებში ორივე ტერმინალში შემოსული ნავთობპროდუქტების მოცულობა 4-დან 3,2 მილიონ ტონამდე შემცირდა.

ჩირაძის განცხადებით, ბოლო წლებში ნავთობის შემცირება ფიქსირდება. ნავთობი მილსადენში წავიდა და, ბუნებრივია, სასურველია, რომ ნავთობი ნავთობპროდუქტებით ჩანაცვლდეს, და თუ მოცულობა გაიზრდება, მზად არიან, ტარიფი პროპორციულად შეამცირონ.

„ჩვენი მოგება არ შემცირდება, ხოლო ტვირთების მფლობელებს კონკურენტული ფასები იქნებათ. ამას მოცულობით ტარიფებს ვუწოდებთ", — განაცხადა ჩირაძემ.

ჩირაძე მიიჩნევს, რომ ბათუმის ნავთობის ტერმინალი წელიწადში 2,5 მილიონ ტონა ნავთობპროდუქტებს უნდა იღებდეს, ხოლო ყულევის — 1,5 მილიონს. მან უარი განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" მიერ ამჟამად დადგენილი ტარიფების შესახებ საუბარზე, თუმცა აღნიშნა, რომ ტარიფები მშრალი ტვირთის გადაზიდვის ღირებულებასთან შედარებით დაბალია.

Международная конференция Argus Каспийско-Черноморский транспортный коридор 2018
© Sputnik / Alexander Imedashvili
კონფერენცია „Argus კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018"

„რკინიგზისთვის ნავთობის ტრანსპორტირება არცთუ პრიორიტეტული ამოცანაა, რადგან, სინამდვილეში, მოცულობები დიდია, საუბარია მილიონობით ტონაზე, მაგრამ ტარიფები ძალზე დაბალია. უხეშად რომ ვთქვათ, ერთი ტონა მშრალი ტვირთის გადაზიდვა ჯობს, ვიდრე 5 ან 10 ტონა ნავთობისა. ეს რკინიგზისთვის უფრო მომგებიანია", — დასძინა მან.

„საქართველოს რკინიგზის" განვითარების პერსპექტივებზე ჩირაძემ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე „Argus კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018" სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. კონფერენცია თბილისში ოთხშაბათს გაიხსნა.

Конференция Argus Каспийско-Черноморский транспортный коридор
SPUTNIK / LEVAN AVLABRELI
კონფერენცი „Argus კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018"

ღონისძიება აერთიანებს ნავთობისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ტერმინალების წარმომადგენლებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საწვავისა და მშრალი ტვირთების მომხმარებლებს. კონფერენციის ორგანიზატორია კომპანია Argus Media. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო" 2018 წელს კონფერენციის საინფორმაციო პარტნიორია.

 

88