ქართველი ფერმერი ირწმუნება, რომ გამოიყვანა მარწყვი ანანასის გემოთი

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკშიმარწყვი
მარწყვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფერმერმა მარწყვს მეუღლის პატივსაცემად „მარიანასი“ დაარქვა.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა ფერმერი გიორგი ლაცაბიძე სოციალურ ქსელში ირწმუნება, რომ ხუთწლიანი სამეცნიერო-სელექციური მუშაობის შედეგად მარწყვის ახალი ჯიში გამოიყვანა, რომელსაც ანანასის გემო და სუნი აქვს.

„მთავარი თვისება, რაც ამ ახალ ჯიშს  ახასიათებს და მარწყვის სხვა ჯიშებისგან გამოარჩევს ის არის, რომ ერთი-ერთში აქვს ანანასის გემოც და სუნიც. მინდა აქვე ავღნიშნო ის ფაქტი, რომ ანანასზე გაცილებით გემრიელი და ტკბილია.

ლურჯი მოცვი - Sputnik საქართველო
ოზურგეთში ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გაშენდა

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ აღნიშნული ჯიშის გამოყვანის დროს, არანაირი გენური ინჟინერია არ გამომიყენებია და მხოლოდ სელექციური მუშაობის წესების დაცვით და ხელოვნური გადარჩევით მივიღე“, — დაწერა გიორგი ლაცაბიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე. 

გიორგი ლაცაბიძის თქმით, მარწყვის ახალი ჯიში გამოირჩევა იმითაც, რომ „მუდმივად ივითარებს კოკრებს და მოსავალს უწყვეტად გვაძლევს. ასევე არის მსხვილი, წითელი შეფერილობის, მკვრივი ე.გ. ტრანსპორტაბელური, ძალიან ლამაზი კონუსური ფორმის და არის ძალიან ტკბილი“.

ფერმერი მიიჩნევს, რომ „ქართული ანანასის“ წარმოება საქართველოს სოფლის მეურნეობაში დიდი მიღწევა იქნებოდა.

25 წლის ფერმერმა ახალ ჯიშს მეუღლის პატივსაცემად „მარიანისი“ დაარქვა.

ჟოლო - Sputnik საქართველო
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ასპინძაში ჟოლოს ბაღი გაშენდა

გარდა ანანასის გემოს მქონე მარწყვისა, გიორგის განცხადებით, მან ე.წ. „მალინა“ მარწყვის ჯიშის გაუმჯობესებული ვარიანტი მიიღო, რომელიც, მისი თქმით,  „გაცილებით გამძლეა მთელი რიგი დაავადებების მიმართ და შეწამვლას არ საჭიროებს“. მარწყვის ამ ჯიშს მან „მარჟოლო“ დაარქვა.

ახალგაზრდა ფერმერი არც თუ ისე შორეულ მომავალში აღნიშნული ჯიშების ნერგების გავრცელებას აპირებს, რათა ყველას ჰქონდეს მისი დარგვისა და მოყვანის შესაძლებლობა.


ყველა ახალი ამბავი
0