ეროვნული ბანკის მთავარი ოფისი იუსტიციის სახლში

პრემიერმა ეროვნული ბანკი უმოქმედობისთვის შეაქო

95
(განახლებულია 16:29 17.08.2018)
საქართველომ უნდა შეამციროს თავისი ეკონომიკის დაუცველობა გარე ფაქტორების მიმართ, მიიჩნევს პრემიერი

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუარესების პერიოდში მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა, მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

ლარის ვარდნა თურქული ლირისა და რუსული რუბლის დევალვაციის ფონზე 10 აგვისტოს დაიწყო. დევალვაციის პიკს ლარმა სამშაბათს მიაღწია. ამ დღეს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ იყო 2,6343 GEL/$1. ამ გვარად, სამი სამუშაო დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 7,5%-ით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკი ვითარებაში არ ჩაერია და არ განახორციელა ფინანსური ინტერვენციები ლარის კურსის მხარდასაჭერად.

"რაც შეეხება ლარის კურსსა და ეროვნული ბანკის ქმედებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეროვნულმა ბაკმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი. ამავე დროს, ჩვენი ამოცანა, რომ ერთი მხრივ, ვიყოთ ყველაზე ეფექტიანად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, მაგრამ ამასთან ერთად, ქვეყანაში მოწყვლადობის დონე საგარეო ფაქტორების მიმართ აუცილებლად უნდა შევამციროთ, ეს ორივე ამოცანა არ არის ადვილი, მაგრამ ურთიერთთავსებადია", - განაცხადა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე.

ოთხშაბათს ლარმა გამყარება დაიწყო. ხუთშაბათს კურსი იყო 2,6074 GEL/$1, ხოლო პარასკევს — 2,5773 GEL/$1.

 

95
თემები:
ლარის კურსის დაცემა (30)