საქართველოს იაპონელი მეღვინეები ესტუმრნენ

© FB / Wines of Georgiaქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენაზე "Wine and Gourmet Japan 2018" ტოკიოში
ქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენაზე Wine and Gourmet Japan 2018 ტოკიოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე იაპონელი მეღვინე ღვინოს საქართველოდან გაგზავნილ ქვევრში აყენებს

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოში სტუმრად მყოფი იაპონელი მეღვინეები ქართულ ღვინოსა და ღვინის კულტურას კახეთსა და ქართლში გაეცნენ, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში იაპონიის მთავარი გამოცემა Mainichi Shimbun-ის ჟურნალისტი ნიშიკავა მეგუმიც იყო, რომელიც ქართული ღვინის კულტურის შესახებ სტატიას ამზადებს.

საქართველოში სტუმრობის პერიოდში იაპონელი მეღვინეები ეწვივნენ ღვინის საწარმოებსა და მარნებს: „ალავერდის მონასტერი", „ორგო/თელედა", „ბაბანეურის მარანი", „შუხმანის ღვინოები", „შატო მუხრანი", „თელავის ღვინის მარანი" და „მეღვინეობა შუმი", სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ.

სტუმრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმსაც ეწვივნენ, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინის 8 ათას წლიან ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები. ასევე, იაპონელი მეღვინეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ ჯიღაურაში ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას გაეცნენ.

„იაპონელი მეღვინეების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის ადგილზე გაცნობა. თავის მხრივ, მათ ქართველი მეღვინეები მიიწვიეს იაპონიაში, სადაც ასევე რამდენიმე იაპონელი მეღვინე ღვინოს აყენებს საქართველოდან გაგზავნილ ქვევრში", —ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში ქართული ღვინო ადგილობრივ კერძებთან ერთად დააგემოვნეს

სტუმრები ასევე დაინტერესდნენ იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშის „კოშუს", ქართულ წარმომავლობასთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევებით. სააგენტოს საფრანგეთის კვლევითი ცენტრის (INRA Montpellier) ლაბორატორიაში გაგზავნილია „კოშუს" რქა დნმ-ის ანალიზისთვის.

საქართველოში იაპონელი მეღვინეებისა და ჟურნალისტის ტური ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ასოციაცია „ქართული ღვინოს" ჩართულობით განხორციელდა.

სააგენტოს ცნობით, ბოლო წლებში იაპონია ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზრად იქცა, გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა – 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 167 ათასამდე ბოთლი ღვინო (ზრდა 124%).

ყველა ახალი ამბავი
0