მცირდება თუ არა საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპები

© photo: Geosteel LLC / FBქარხანა „ჯეოსტილი"
ქარხანა „ჯეოსტილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზრდა ივნისში დაფიქსირდა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ფინანსური საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ივნისში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით, 4% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ მეორე კვარტალში შეადგინა 6%, ხოლო წლის პირველ ნახევარში — 5,7%.

„ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე — ეროვნული ბანკი დოლარებს ყიდულობს">>

მნიშვნელოვანი ზრდა 2018 წლის ივნისში დაფიქსირდა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ფინანსური საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გასაღების ბაზრების გეოგრაფია იზრდება: ვინ ყიდულობს ქართულ პროდუქციას

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირაში გადახედა ქართული ეკონომიკის ზრდის პროგნოზს – 4,5%-დან 5,5%-მდე.

რეგულატორის აზრით, წლის დასაწყისიდან ეკონომიკური აქტიურობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძირითადი მიზეზია სხვადასხვა ქვეყანაში მოთხოვნილების გაზრდა ქართულ პროდუქციაზე, რის შედეგადაც საქონლის ექსპორტი 28%-ით გაიზარდა, აღნიშნულია დოკუმენტში.

ამას გარდა, სწრაფი ტემპებით იზრდება შემოსავლები ტურიზმიდან — ხუთ თვეში მაჩვენებელი 24%-ით გაიზარდა, ასევე შენარჩუნდა ფულადი გზავნილების ზრდის დადებითი დინამიკა (18-პროცენტიანი წლიური ზრდა).

„საქსტატის" მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ ივნისში 2,2% შეადგინა, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსმა – 106,8%.

ყველა ახალი ამბავი
0