ატმის მოსავალი

ქართული ატმის ექსპორტი ხუთჯერ გაიზარდა

36
(განახლებულია 15:32 09.07.2018)
ქართული ატმის ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება

თბილისი,  9 ივლისი — Sputnik.  მიმდინარე წლის ხუთი ივლისის მონაცემებით საქართველოდან  ექსპორტზე 4,4 ტონა ატამი გავიდა, რაც 3,5 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წერს გაზეთი „ახალი თაობა“ ქართულ პორტალ Commersant–ზე დაყრდნობით. 

ატმის ექსპორტი, ძირითადად რუსეთში (66,5%), სომხეთსა (16,1%) და აზერბაიჯანში (14,6%) ხორციელდება. საქართველო პროდუქციის ექსპორტს ასევე ახორციელებს უკრაინაში, ყაზახეთში ყატარსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში.

მოსავლის ორგანიზებულად აღებისა და რეალიზაციისთვის გურჯაანში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში საორგანიზაციო შტაბი ფუნქციონირებს.

2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე  4,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი გავიდა. 


36
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (61)