მაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები დასავლეთ საქართველოში

რუსული კომპანია შესაძლოა საქართველოში ახალ ელექტროგადამცემ ხაზებს ააშენებს

62
(განახლებულია 11:48 10.06.2018)
„ფედერალურმა ქსელურმა კომპანიამ“ და საქართველოს მთავრობამ კომპანია „საქრუსენერგოს“ ძირითადი საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლების დადებითი დინამიკა აღნიშნეს

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოში ქსელური ინფრასტრუქტურის პროექტების რეალიზაცია და ახალი, მათ შორის სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი გაზების მშენებლობის საკითხები განიხილებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური ქსელური კომპანიის“ (ФСК ЕЭС) ხელმძღვანელთან, ანდრეი მუროვთან, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

„ფედერალური ქსელური კომპანიის“ დელეგაცია მმართველობის თავმჯდომარე ანდრეი მუროვის ხელმძღვანელობით საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და მთავრობის წარმომადგენლებსა და ერთობლივი კომპანია „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელობას შეხვდა.

Глава ФСК ЕЭС Андрей Муров и первый вице-премьер Грузии Дмитрий Кумсишвили
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური ქსელური კომპანიის“ (ФСК ЕЭС) ხელმძღვანელი, ანდრეი მუროვი შეხვერდაზე

„შეხვედრაზე განიხილებოდა „საქრუსენერგოს“ ელექტროქსელების ფუნქციონირების საიმედოობის, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე პროექტების რეალიზაციის, ახალი, მათ შორის სახელმწიფოთაშორისი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხები“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მხარეებმა ასევე განიხილეს „საქრუსენერგოს“ განვითარების სტრატეგია 2020 წლამდე და კომპანიის ძირითადი საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლების 2030 წლამდე დადებითი დინამიკა დააფიქსირეს.

რუსული დელეგაცია იმყოფებოდა „საქრუსენერგოს“ ოფისში, სადაც კომპანიის მუშაობის მიმდინარე საკითხებს გაეცნო. 

ხანდოს ხეობაში ელექტროგადამცემმა ხაზებმა საპატრიარქოს კითხვები გაუჩინა >>

„საქრუსენერგო“ რუსულ-ქართული სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 1996 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის უწყვეტი საიმედო გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა.

საწესდებო კაპიტალის 50-50% საქართველოს საწარმოების მართვის სააგენტოსა და ФСК ЕЭС-ს ეკუთვნის.

სს „საქროსენერგოს“ ბალანსზე გადაცემულია ელექტროგადამცემი სახელმწიფოთაშორისი ხეზები, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემას მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან აკავშირებს. ეს არის მაღალვოლტიანი ხაზები „კავკასიონი“, „მუხრანი“, „გარდაბანი“, „აჭარა“ და ასევე შიდა მაღალვოლტიანი ხაზების სისტემაშემქმნელი ქსელი. სს „საქროსენეტგომ“ ახალი სახელწოდება მიიღო და ამჟამად „საქრუსენერგოს“ სახელს ატარებს. 


62
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (54)