სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა თბილისში ეკონომიკური ფორუმი გახსნეს

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ინვესტირება ორმილიარდიან ბაზარზე გასვლას გულისხმობს

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა, აგრეთვე პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა თბილისში „კრინიცას ეკონომიკური ფორუმი გახსნეს“.

ეს ფორუმი პოლონეთში 1992 წლიდან იმართება. ამჯერად, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, მისი ჩატარება თბილისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გადაწყვიტეს.

მსოფლიოს დონის პოლიტიკოსებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართულ ენაზე მოულოცეს >>

„უაღრესად დროულია ამ თავყრილობის საქართველოში გამართვა. ძალიან დიდი პოტენციალი არის ჩვენს ქვეყანაში. რეალურად, აღმოსავლეთ, დასავლეთ ეკონომიკურ პროცესში საქართველო სულ უფრო იმკვიდრებს პრინციპულ და მნიშვნელოვან როლს. იქნება ეს ენერგო მატარებლების გატანა და პროექტები, რომლებიც ევროპაში დამთავრდება მომავალ წელს და ევროპის ენერგოუსაფრთხოების ნაწილი გახდება. იქნება ეს სავაჭრო გზები, რომლებიც სწორედ საქართველოს მეშვეობით და საქართველოს გავლით ევროპულ და აზიურ ბაზრებს ერთმანეთს ახვედრებს. იქნება ეს ის, რომ შავი ზღვა აღმოსავლეთის ზღვის არმქონე ეკონომიკებისათვის ხდება სწორედ ის ადგილი, საიდანაც ისინი გაიტანენ თავიანთ პროდუქტებს, თუ იქნება ეს ის ეკონომიკური გარემო, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ინვესტირების მნიშვნელობა აღნიშნა.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ დღეს, რომ სწორი პოლიტიკის კეთების შედეგად, რომელიც ამ მიმართულებით ტარდებოდა, საქართველოში ინვესტირება გულისხმობს ინვესტირებას, არა მცირე ბაზარზე, დავუშვათ 3 მილიონიან ან სამმილიონ ნახევრიან ბაზარზე, (არამედ ფაქტიურად იმ ღია და ლიბერალური პოლიტიკის შედეგად, რომელმაც შედეგად მოგვიტანა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები,) საქართველოში ინვესტირების შედეგად ბიზნესმენი გადის 2 მილიარდზე დიდ ბაზრებზე და ისე ძლიერ ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირი, როგორიც არის ჩინეთი, როგორიც არის თურქეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები“, — განაცხადა მარგველაშვილი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის განვითარების მიზნით ქვეყანა მთელი თავისი პოტენციალის გამოყენებას ცდილობს.

საქართველოს დამოიკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

„საქართველოს მიზანია, სრულად გამოიყენოს საზღვაო, სარკინიგზო, საავიაციო და სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალი. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ და შიდასახელმწიფოებრივი დატვირთვის პროექტებზე, რომლებიც მთელ საქართველოს მოიცავს. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას, რომლებიც უზრუნველყოფს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვისაც“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, შესაძლებლობების გაფართოების მიზნით საქართველო ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს ინდოეთთან, ჰონგ-კონგთან და ისრალეთან.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ფორუმის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ევროკომისიის თავმჯდომარე საქართველოს ესტუმრა >>

„ჩვენი სურვილი იყო შეგვექმნა ისეთი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობდა პოლიტიკოსების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, ჟურნალისტების და ბიზნესმენების შეხვედრას მნიშვნელოვანი ინფორმაციის განხილვისა და კონტაქტების მიმოცვლის მიზნით, რათა რეგიონებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდეს. საქართველო იყენებს ამ პლატფორმას, და ეს ძალიან გვახარებს. საქართველო პოლონეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, და მოხარული ვარ, რომ ეს ფორუმი ფართოვდება“, — აღნიშნა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა დაასახელა ის სფეროები, რა კუთხითაც შეიძლება განვითარდეს საქართველო და პოლონეთი.

„დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში უფრო მეტს მივაღწევთ. ჩვენი ექსპორტი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ჩვენ მაღალი ხარისხის პროდუქცია გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება პოლონური უწყებების ჩართვით იქნება შესაძლებელი.  გვაქვს წინადადებები ენერგიის განახლებადი წყაროების, ენერგოეფექტურობის და ნარჩენების მართვის სფეროში. შეგვიძლია ვიმუშაოთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და მხარი დაგიჭიროთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოს, უკრაინას და ევროპის ქვეყნებს. გარდა ამისა, აბრეშუმის გზის მშენებლობაში მივიღებთ მონაწილეობას“, — განაცხადა დუდამ. 

საქართველოს დამუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
პირდაპირი ჩართვა: თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

ფორუმზე აგრეთვე სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა წარდგა. მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მას ყოველთვის მხარს დაუჭერს.

„ერთად უნდა ვიყოთ. ეს არის დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი. სწორედ ამიტომ ვიბრძვით საქართველოსთვის, რათა ის ევროკავშირის წევრი გახდეს“, — აღნიშნა კისკამ.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო მის წინაშე დასმულ ყველა ამოცანას შესანიშნავად უმკლავდება.


ყველა ახალი ამბავი
0