რა განიხილეს ამერიკელმა იმპორტიორებმა ქართულ მხარესთან

© FB / LEPL National Wine Agency of Georgiaკომპანია ,,Marq Energie Consulting’’
კომპანია ,,Marq Energie Consulting’’ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურის ფარგლებში სტუმრები თბილისში დაესწრნენ „ახალი ღვინის ფესტივალს“ და ბუნებრივი ღვინოების ფესტივალს Zero Compromise.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოში ამერიკელი ღვინის იმპორტიორები იმყოფებოდნენ, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

ამერიკელი იმპორტიორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია (Speed Tasting) წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 25 მწარმოებლის ღვინოები. შემდგომ  იმპორტიორებმა მოინახულეს დეგუსტაციის შედეგად შერჩეული ღვინის მწარმოებელი კომპანიები და მცირე მარნები კახეთში. ასევე თბილისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში შეხვდნენ მეწარმეებს, სადაც საუბარი შეეხო აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და დამკვიდრების გზებსა და შესაძლებლობებს.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
იაპონიაში რამდენიმე რესტორნის მენიუში ქართული ღვინო შევა

ტურის ფარგლებში სტუმრები თბილისში დაესწრნენ „ახალი ღვინის ფესტივალს“ და ბუნებრივი ღვინოების ფესტივალს Zero Compromise.

ამერიკელი იმპორტიორები საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Marq Energie Consulting-ის დამფუძნებელ ჯული პეტერსონის ხელმძღვანელობით სტუმრობდნენ.

ჯული პეტერსონმა  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს ბაზარზე  ქართული ღვინის ექსპორტის პერსპექტივები განიხილა.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ღვინის ნაკადი - საით მიედინება ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მილიარდ ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში იყოს მზარდი.

© FB / LEPL National Wine Agency of Georgiaკომპანია ,,Marq Energie Consulting’’
კომპანია ,,Marq Energie Consulting’’  - Sputnik საქართველო
კომპანია ,,Marq Energie Consulting’’

2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 106 ათასამდე ბოთლი, რაც 4%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


ყველა ახალი ამბავი
0