ოზურგეთში ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გაშენდა

CC BY-SA 2.5 / Wikipedia / Vaccinium uliginosumლურჯი მოცვი
ლურჯი მოცვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შპს „ბლუბერმა“ ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 100,000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს „ბლუბერიმ“ 6,9 ჰექტარ მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გააშენა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ლურჯი მოცვი ყინვაგამძლე, ბუჩქოვანი, კენკროვანი კულტურაა, რომელიც იძლევა ლურჯი ფერის მრგვალ ნაყოფს. მაღალი კვებითი და დიეტური თვისებების გამო, იგი ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში და მომხმარებელთა დიდ ყურადღებას იმსახურებს.

ხეხილის ბაღი ოზურგეთის დაბა ნარუჯაში მდებარეობს. 

შპს „ბლუბერი“ პროექტში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 100 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, საიდანაც, 96,6 ათასი ლარი ნერგებისთვის, ხოლო 3,4 ათასი ლარი — წვეთოვანი სისტემებისთვის გამოეყოთ.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5 201 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 27,6 მილიონ ლარს შეადგენს. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 150 ჰექტარი მიწის ფართობზე, რომლის ჯამურმა თანადაფინანსებამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში — ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.


ყველა ახალი ამბავი
0