„საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატები

ფულადი გზავნილები გაიზარდა: ვინ და რამდენ თანხას გზავნის საქართველოში

60
(განახლებულია 13:35 16.05.2018)
ყველაზე მეტ ფულს საქართველოში გზავნიან რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის აპრილში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 17,1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 124 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს – ამ ქვეყნიდან 2018 წლის აპრილში გადმორიცხეს დაახლოებით 35,3 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2017 წლის აპრილთან შედარებით 0,2%-ით ნაკლებია.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული გზავნილების მთლიანი მოცულობიდან რუსეთის წილი აპრილში 28,5%-ია.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2018 წლის იანვარ–აპრილში, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა და 478,8 მილიონი დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 6%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის ოთხ თვეში 137,7 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში აპრილში დაახლოებით 18,5 მილიონი დოლარი გადარიცხეს, რაც 19%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის აპრილში დაფიქსირდა. საერთო ჯამში საქართველოდან პირველ ოთხ თვეში გადარიცხულია დაახლოებით 72,4 მილიონი დოლარი, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია.

60
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (344)