რუმინული ავიაკომპანია საქართველოში იწყებს ფრენას

© FB / TAROMრუმინული ავიაკომპანია TAROM–ის თვითმფრინავი
რუმინული ავიაკომპანია TAROM–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გაერთიანებული აეროპორტების“ წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუმინეთს შორის ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას.

თბილისი, 9 მაისი – Sputnik. რუმინეთის ეროვნული ავიაკომპანია TAROM ფრენებს მარშრუტით ბუქარესტი–თბილისი–ბუქარესტი 1 ივლისიდან დაიწყებს, ნათქვამია „გაერთიანებული აეროპორტები საქართველოს“ Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

Wizz Air - Sputnik საქართველო
WizzAir–ი ქუთაისი–ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს იწყებს

შეთანხმებას მიაღწიეს TAROM–ისა და ქართული სახელმწიფო კომპანია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენელთა შეხვედრაზე. როგორც შეხვედრის შემდეგ კომპანიის ბიზნეს-განვითარების მენეჯერმა დეა მაჭავარიანმა განაცხადა, მოლაპარაკებები 2015 წლიდან მიმდინარეობდა. მისი თქმით, საჰაერო მიმოსვლის დაწყება ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია.

საქართველოს აეროპორტების მომსახურებით 2018 წლის სამ თვეში დაახლოებით 840 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 36%–ით მეტია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის პირველ სამ თვეში მოემსახურა 724 ათასზე მეტ ადამიანს, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 37%–ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0