საქართველოდან ჩინეთში საქონლის ექსპორტი გაიზრდება

© FB / Ministry of economy and sustainable development of Georgiaდიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი
დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული და ჩინური კომპანიების თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას უნდა დაეყრდნოს

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეთანხმდნენ ღონისძიებების ჩატარებაზე, რომლებიც მიმართული იქნება ქართული პროდუქციის პოპულარიზებაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოდან ჩინეთში საქონლის ექსპორტის ზრდას გამოიწვევს, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ხუთშაბათს ეწვია. მან მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის“, შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს და მასთან საქართველოსა და საერთაშორისო სავალურო ფონდის მომავალ ურთიერთობებზე იმსჯელა.

დიმიტრი ქუმსიშვილი ფორუმზე ჩინეთში - Sputnik საქართველო
ქუმსიშვილი ჩინეთში „აბრეშუმის გზას“ განიხილავს

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი უპრეცედენტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრისგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინისტრმა შემოგვთავაზა არაერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა ჭონ შანთან შეხვედრის შემდეგ.

ამას გარდა, კომერციის მინისტრთან შეხვედრაზე ორივე ქვეყნის დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ ქართული და ჩინური კომპანიების თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას უნდა დაეყრდნოს. ეს შეთანხმება ამა წლის იანვარში ამოქმედდა. 

2017 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთისა და რუსეთის შემდეგ მესამე ადგილზეა. საქართველოს საგარეო ბრუნვა ჩინეთთან გასულ წელს 939,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო, ანუ საერთო ბრუნვის 8,8%. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს, 2016 წელთან შედარებით, 31,3%–ით გაიზარდა.


ყველა ახალი ამბავი
0