წელს ქართულმა ღვინომ უფრო მეტი უცხოელი მომხმარებლის გული დაიპყრო

© FB / Wines of Georgiaქართული ღვინის დეგუსტაცია
ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვინის ექსპორტი 2018 წლის იანვარ-მარტში წინა წელთან შედარბით 24 % -ით გაიზარდა

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ქართული ღვინო საზღვარგარეთ სულ უფრო პოპულარული ხდება და ამიტომაც იზრდება მისი ექსპორტის მაჩვენებელიც, მიაჩნია „ახალგაზრდაა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის-აფბას" ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბაირახტარს.

„ქართული ღვინო ერთი მხრივ ხარისხით აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს და მეორეს მხრივ კონკურენტუნარიანია ფასის თვალსაზრისით იმავე ფრანგულ და იტალიურ ღვინოებთან შედარებით, სწორედ ეს ორი ფაქტორი განაპირობებს მასზე მოთხოვნის ზრდას როგორც ტრადიციულ, ასევე ევროპისა, აშშ-სა და ჩინეთის ბაზრებზე"- აღნიშნა პაატა ბაირახტარმა „Sputnik საქართველოსთან" საუბრისას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან, მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17,7 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 24%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 40,47 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26% შეადგინა.

შავი ყურძენი დ ღვინო - Sputnik საქართველო
წითელი ღვინო: როგორ შევამოწმოთ ხარისხი მარტივად

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს, პაატა ბაირახტარის აზრით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიზნობრივ ქვეყნებში ჩატარებული სარეკლამო და საპრეზენტაციო ღონისძიებებია. ქართული ღვინის სასარგებლოდ უნდა ითქვას ისიც, რომ ამ პროდუქტმა ძალიან მოკლე დროში მოახერხა ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრება და საკუთარი ნიშის მოძებნა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (11 511 830 ბოთლი), უკრაინა (1 771 928), ჩინეთი (1 117 138), ყაზახეთი (877 494) და პოლონეთი (740 922).

„კარგი იქნება თუ ქართველი მეღვინეები უფრო მეტს იმუშავებენ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით და მხოლოდ ტრადიციული ბაზრებით არ შემოიფარგლებიან,“  — აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ბელარუსი — 429% (233 220), იაპონია — 230% (53 160), დიდი ბრიტანეთი — 98% (37 740), საფრანგეთი — 71% (24 248), ყაზახეთი — 85% (87 7494), ჩეხეთი — 68%(18 888), ლატვია — 61% (412 626), ნიდერლანდები — 46% (21 993), გერმანია — 38% (136222), უკრაინა — 36%(1 771 928), პოლონეთი — 32% (740922), ესტონეთი — 28% (120 246), რუსეთი — 28% (1 1511 830), ისრაელი — 24% (52 722, აშშ — 3% (68 620), და სხვა.

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 134 კომპანიამ განახორციელა.

 

ყველა ახალი ამბავი
0