საქართველო ელექტრომობილებს გამოუშვებს

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ-ჩინური კომპანია, წინასწარი შეთანხმების თანახმად, ელექტროავტობუსებისა და ელექტროძრავის მქონე მიკროავტობუსების აწყობით დაკავდება

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ბათუმში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება, განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ TV Pirveli-ის ეთერში.

ელექტრომობილების წარმოებით ერთობლივი ქართულ-ჩინური კომპანია დაკავდება. კერძოდ, ის ელექტროავტობუსებისა და ელექტროძრავის მქონე მიკროავტობუსების აწყობას განახორციელებს

„ორი დღის წინ მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დავბრუნდით ჩინეთიდან, სადაც ქალაქ სიანში ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდით. საქმე ეხებოდა ელექტრომობილების ქარხნის გახსნას ბათუმში, რაც ფაქტიურად გადაწყვეტილია, და, ვფიქრობ, არაფერი აღარ შეუშლის ხელს ამას. ძალიან ახლოს ვართ საკითხის საბოლოო გადაწყვეტასთან“, — განაცხადა კომახიძემ.

მერის თქმით, პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ეს რეგიონში ერთადერთი მსგავსი ქარხანა იქნება.

თვითმფრინავი Airbus A330 - Sputnik საქართველო
საქართველოში Boeing-ისა და Airbus-ის სათადარიგო ნაწილების წარმოება მაისიდან დაიწყება

„ვფიქრობ, რომ ეს ნადვილად კარგი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან რეგიონში, და რეგიონში ვგულისხმობ საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს, მსგავსი ტიპის საწარმო არ არის, შესაბამისად ეს არის სტრატეგიულად საინტერესო ჩვენი პარტნიორებისთვის, ჩინურ მხარეს ვგულისხმობ, ამავე დროს საინტერესოა მუნიციპალიტეტისთვის“, — აღნიშნა კომახიძემ.

ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, რის გამოც ჩინური მხარე დაინტერესდა ბათუმში ქარხნის გახსნით, არის ის, რომ ქალაქთან არის როგორც საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლა.

„ვფიქრობ, აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ასევე ქალაქის სტრატეგიული მდებარეობა, ვგულისხმობ იმას, რომ ბათუმში არის ყველა საშუალება კომუნიკაციისა, განსაკუთრებით საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო, სიახლოვე ყველა სტრატეგიულ მეზობელთან, ასე რომ, ვფიქრობ, ეს იყო ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომლითაც ჩინური მხარე დაინტერესდა“, — დასასრულს აღნიშნა კომახიძემ.

ქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ ბათუმში წარმოებული პროდუქცია გავა როგორც ქართულ ბაზარზე, იხე საზღვარგარეთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0