თბილისში ბელარუსიდან ათობით კომპანიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან

გამოწერა
ბელარუსი მეწარმეები თბილისში ჩამოვიდნენ, რათა პარტნიორული კავშირები დაამყარონ კვების მრეწველობის, სამანქანო აღჭურვილობის წარმოების, მშენებლობის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თითქმის ასამდე კომპანიის წარმომადგენლები ბელარუსიდან მიიღებენ მონაწილეობას ქართულ-ბელარუსულ ბიზნეს-ფორუმში, რომელიც თბილისში ხუთშაბათს გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატები. ბელარუსი ბიზნესმენები უკვე საქართველოში არიან.

ბიზნესმენების შეხვედრა ჩატარდება თბილისში მინსკის დღეებისა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის პარალელურად, რომელიც 22-23 მარტს არის დაგეგმილი.

ბიზნეს-ფორუმს დაესწრებიან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისი მინსკის დღეებს უმასპინძლებს

ქართული მხრიდან ფორუმში მონაწილეობისთვის ბიზნეს-სექტორის 190-მდე წარმომადგენელია დარეგისტრირებული.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და დაახლოებით 9 მლნ აშშ დოლარის 29 შეთანხმების გაფორმება ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის.

საქართველოში პარტნიორების პოვნით დაინტერესებული არიან ბიზნესმენები კვების მრეწველობის, სამანქანო აღჭურვილობის წარმოების, მშენებლობის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებიდან.

მინსკის დღეები თბილისში უკვე დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში უკვე ჩამოვიდა მინსკის მერი ანდრეი შორეცი, რომელიც დღეს თბილისის მერს კახა კალაძეს უნდა შეხვდეს.

ქალაქის მერებს დაგეგმილი აქვთ ხელმოწერა 2018-2020 წლებში თბილისსა და მინსკს შორის თანამშრომლობის პროგრამაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორობის განვითარებას ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტისა და საბინაო-კომუნალურ სფეროებში.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს, თბილისი და მინსკი კი 2015 წელს დაძმობილდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0