რკინიგზა

ბაქო-თბილისი-ყარსის სრულყოფილი ამოქმედების თარიღი ცნობილია

134
(განახლებულია 10:37 19.03.2018)
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთგადაზიდვების სრულყოფილი ამოქმედების შემდეგ სამგზავრო გადაზიდვებზე მუშაობა დაიწყება

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვები სრულყოფილად დაახლოებით ექვს თვეში განხორციელდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადეობრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსი აზერბაიჯანულ-ქართულ-თურქეული სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა რკინიგზა ახალქალაქი-ყარსი.

„სატვირთო მატარებლების მოძრაობა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. არსებული გრაფიკის მიხედვით, დაახლოებით 6 თვეში, დასრულდება სამუშაოები, რომლებიც საჭიროა სატვირთო მატარებლების სრულფასოვანი დატვირთვისთვის. შემდეგ, უკვე კომპანია ისეთ სამუშაოებზე გადაერთვება, რომელიც სამგზავრო გადაყვანების განხორციელებისთვის არის აუცილებელი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ საქართველო „აბრეშუმის გზის“ ნაწილი სხვადასხვა მიმართულებით გახდეს, რათა რაც შეიძლება უკეთესი შედეგი დადგეს.

„აბრეშუმის გზის" განვითარება — საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მათ შორისაა ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი", რკინიგზის მოდერნიზება, სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ბაქო-თბილისი-ყარსის საერთო სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს. საწყის ეტაპზე წლიური ბრუნვა ერთ მილიონ მგზავრსა და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს გაუტოლდება. მეორე ეტაპზე ეს მაჩვენებლები ორჯერ გაიზრდება — დერეფნის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში, სავარაუდოდ, 17 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს, ხოლო მგზავრთა ნაკადი — 2 მილიონ მგზავრს.


134
თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 22 სექტემბერს

125
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0155 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 22 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2295 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0155 ლარით გაუფასურდა.  

ლარის კურსი 22 სექტემბერს

 

125
თემები:
ლარის კურსი დღეს
რთველი

რთველი 2020: კახეთში 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

92
(განახლებულია 19:47 21.09.2020)
მიუხედავად პანდემიის პირობებში მძიმე მდგომარეობისა, ყოველდღიურად ქარხნებს 10 ათას ტონაზე მეტ ყურძენს აბარებენ.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. კახეთში რთველი დაუბრკოლებლივ მიმდინარეობს და პიკურ ფაზაშია – „რთველი 2020“-ის ფარგლებში, ბოლო მონაცემებით, 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

რთველი კახეთში წელს 22 აგვისტოს დაიწყო. 21 სექტემბრის მონაცემებით, რეგიონში უკვე გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი, გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის ქარხანაა ჩართული.

„რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. უკვე იწყება პიკური პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათას ტონაზე მეტი იქნება. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის კახეთში წარმოებული ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებული იქნება. საკოორდინაციო შტაბი სრულადაა მობილიზებული“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, მევენახეები მოსავალს 12 საათის განმავლობაში აბარებენ, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ორი-სამი დღე რიგში უწევდათ დგომა.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

92
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
შსს–ს შენობა

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება მინისტრმა ბრძანება გამოსცა

0
(განახლებულია 16:17 22.09.2020)
საქართველოს რეგიონებში  სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრძანება გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში  სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

„არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება“, - აღნიშნულია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ასევე დაუშვებელია, რომ მათი ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020