რუსული გაზის ტრანზიტი სომხეთში - საქმე სასამართლომდე მივიდა

© photo: Sputnik / Michael Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიОфисное здание компании "Газпром"
Офисное здание компании Газпром - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციას იმედი აქვს, რომ თუ სასამართლო „გაზპრომთან“ დადებულ ახალ ხელშეკრულებაში საქართველოსთვის საზიანოს აღმოაჩენს, მის გასაჯაროვებას მოითხოვს.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „გაზპრომის“ წარმომადგენლები სომხეთში გაზის ტრანზიტის თაობაზე საქართველოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარა, —  განუცხადა „Sputnik- საქართველოს“-საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

საქართველომ  „გაზპრომ–ექსპორტთან" ახალი ორწლიანი ხელშეკრულება 2017 წელს  გააფორმა. მაშინ  ქართული მხარე დაეთანხმა „გაზპრომის" წინადადებას რუსეთიდან სომხეთში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად გაზის ნაცვლად ფული მიეღო.

„ვინაიდან ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია, გადავწყვიტეთ, რომ სასამართლოსთვის  მიგვემართა. პარალელურად ვითხოვთ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ კონტრაქტის გაფორმების გარემოებების შესასწავლად“ —აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დაიბარა „გაზპრომის“ წარმომადგენელი.

გაზპრომი - Sputnik საქართველო
„გაზპრომმა“ უცხოეთში გაზის მიწოდების ახალი რეკორდი დაამყარა

„ნაცმოძრაობას“ აინტერესებს თუ რატომ გახადა ეს კონტრაქტი საიდუმლო. იმედი გვაქვს, რომ ამ მოსმენების შემდეგ, დოკუმენტი გახდება საჯარო და ამით გამოჩნდება, თუ რა რაოდენობის ფინანსური ზარალი მიიღო ქვეყანამ. სხვა საკითხია პოლიტიკური ზიანი“, — განაცხადა რომან გოცირიძემ.

წინა ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ვადა 2017 წლის 1 იანვრს ამოეწურა, საქართველო რუსეთიდან სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის მოცულობის 10%-ს ტრანზიტის საფასურის სახით იღებდა.

დეპუტატის თქმით, ახალი კონტრაქტით საქართველო იმის ნახევარსაც ვერ მიიღებს, რასაც ძველი კონტრაქტით ნატურით ანაზღაურებისას ღებულობდა.

„სომხეთამდე გატარებული გაზის 10 პროცენტი დაახლოები 200 მილიონი კუბური მეტრი იყო. „გაზპრომთან“ გაფორმებული ახალი, ჩვენთვის უაღრესად წამგებიანი ხელშეკრულებით, 2018 წლიდან საქართველო მიიღებს მხოლდ ტრანზიტის საფასურს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარის მიერ ტრანზიტის ტარიფი გასაიდუმლოებულია, ცნობილია, რომ ამ ხელშეკრულებით საქართველო მიიღებს იმდენ თანხას, რაც ყოფნის რუსეთის საზღვრიდან სომხეთის საზღვრამდე გაზის ტრანსპორტირების ხარჯებს“ — განმარტა რომან გოცირიძემ.

გაზპრომი - Sputnik საქართველო
"გაზპრომი" თურქეთიდან გადის

დეპუტატის თქმით, ამ მიზეზით, საქართველოს ფაქტობრივად არ ჰყოფნის „გაზპრომის“ ფული რაიმე მნიშვნელოვანი ოდენობის რუსული გაზის შესასყიდად. სხვა ფინანსური რესურსებით კი რუსეთში გაზის შესყიდვას აზრი არა აქვს, რადგან აზერბაიჯანული გაზი უფრო იაფია, ვიდრე რუსული.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელის, ეკონომიკის დოქტორის ვეფხია გიორგაძის განცხადებით, კონტრაქტის პირობები არის ხელშეკრულების კომერციული მხარე და მისი გასაჯაროება დამოკიდებულია ორივე მხარის შეთანმებაზე. თუმცა  იმ შემთხვევაში თუ  ხელშეკრულება ზიანს აყენებს ქვეყნას,  სასამართლოს მისი  გასაჯაროების უფლება აქვს.

„,რაც შეეხება თვითონ დოკუმენტს, ექსპერტებს არ გვაქვს წვდომა ამ ხელშეკრულებაზე. ამიტომ დაზუსტებით ძნელია იმის თქმა, თუ რა ფინანსური ზარალი მიადგა საქართველოს. მაგრამ ფაქტი ერთია და ამას ხელშეკრულების გაფორმებისას ჩვენი ხელისუფლებაც ამბობდა, რომ ეს ხელშეკრულება უფრო უარესია, ვიდრე წინა“ — განუცხადა  ეკონომისტმა Sputnik —საქართველოს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი: „გაზპრომთან" შეთანხმება საქართველოსთვის წამგებიანია

ვეფხია გიორგაძეც მიიჩნევს, რომ ახლა ტრანზიტის საფასური უფრო ნაკლები გამოვა,  ვიდრე ნატურით მიღებისას იყო. თანაც, რაც მეტად გაიზრდება წნევა, რაც მეტ გაზს გაატარებს ქვეყანა, მით მეტად გაიზრდება ეს დისბალანსი. გასათვალისწინებელია ასევე ვალუტის რყევებიც,  რადგან ადრე ნატურით მიღებული გაზის მიყიდვა მოსახლეობისთვის ლარში ხდებოდა, ახლა კი ეროვნულ ვალუტაში ტრანზიტის საფასურად მიღებული დოლარით შესყიდული გაზის რეალიზაცია უნდა მოხდეს, რაც აისახება ლარის კურსზეც.

„ეს იყო ერთ-ერთი ბერკეტი, რომელიც ქართულ მხარეს ჰქონდა რუსულ კომპანიასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე, თუმცა სავარაუდოდ აქ მოხდა სომხეთთან მეზობლური პოლიტ-ეკონომიკური ურთიერთობის გათალისწონება. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია“, — აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

ეკონომისტის აზრით, კიდევ ერთი ბერკეტი, რომელითაც  „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებზე საქართველოს ქონდა, გაზის საჭირო მოცულობის მთლიანად აზერბაიჯანიდან მიღების შესაძებლობა იყო, თუმცა ქართულმა მხარემ არც ამით ისარგებლა და მიზეზად მილის არსაკმარისი გამტარუნარიანობა  დაასახელა.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტს „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება არ მოსწონს

„უფრო ზუსტად  იმის დაანგარიშება, თუ კონკრეტულად რა თანხით იზარალებს სახელმწიფო, ძნელია,  რადგან უცნობია ტრანზიტისთვის განკუთვნილი ტარიფის ოდენობა. რაც შეეხება ტრანზიტის ალტენატივას ის ნამდვილად არსებობს.  სომხეთს რუსეთმა გაზი შეიძლება მიაწოდოს ირანის გავლით, მაგრამ ახლა იქ სომხეთისთვის საჭირო მოცულობის ბუნებრივი აირის გატარება მილის გამტარუნარობის გამო შეუძლებებლია“, —აღნიშნა გიორგაძემ.

ვეფხია გიორგაძეს მიაჩნია, რომ ამ ხელშეკრულების დადებისას მოსაფიქრებელი იყო ოქროს შუალედი. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ევაჭრა რუსეთთან და ქვეყნისთვის  სასიკეთო ხელშეკრულებისთვის მოეწერა ხელი. მაგრამ როგორც ჩანს ქართულმა მხარემ ამ ვაჭრობაში წააგო.

სასამართლო „გაზპრომის“ წარმომადგენლებს 20 მარტს ელოდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0