საქართველოში პირველი კრიპტოვალუტების ბირჟა შეიქმნა

CC0 / Pixabay / Mediamodifier / ბიტკოინი
ბიტკოინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბიტკოინის მოპოვება ძალიან პოპულარული საქმიანობაა, ასე ვთქვათ იოლი ფულია - შეაერთებ კომპიუტერს დენში და გამოიმუშავებ! ქვეყანა მეორე ადგილზეც კი გავიდა მსოფლიოში კრიპტოვალუტების მაინინგში დახარჯული ელექტროენერგიის ოდენობით.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოში შექმნილია ვებგვერდი, სადაც ინტერნეტ მომხმარებელს ბიტკოინით ვაჭრობის შესაძლებლობა აქვს, განუცხადა Sputnik —საქართველოს" coinmania.ge —ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ კერძევაძემ

„ვებგვერდზე, რომელიც ჩვენ შევქმენით, დარეგისტრირებულ მომხმარებელებს შეუძლიათ განათავსონ განცხადებები ბიტკოინების, როგორც ყიდვის, ასევე გაყიდვის თაობაზე." — აღნიშნა ზურაბ კერძევაძემ.

ბიტკოინი კრიპტოვალუტის ერთ-ერთი სახეა, კრიპტოვალუტა — ვირტუალური ფული, კრიპტოვალუტების ბირჟა კი რესურსი, სადაც მომხმარებლები ვირტულაურ ფულს ყიდიან სხვა კრიპტოვალუტაზე ან მსოფლიო ვალუტებზე.

ზურაბ კერძევაძის თქმით, ქართულ კრიპტოვალურტის ბირჟაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ბიტკოინით ვაჭრობა არის შესაძლებელი და ისიც ლარებში.

კრიპტოვალუტა ბიტკოინი - Sputnik საქართველო
ბიტკოინი საქართვლოში სულ უფრო პოპულარული ხდება

საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებელი ავტომატურად ღებულობს ბიტკოინისა და ლარის შესანახ საფულეებს. ვისაც ბიტკოინის გაყიდვა უნდა, ჩარიცხავს ამ კრიპტოვალუტას თავის საფულეში, დაადებს თავის ფასს და გააკეთებს შესაბამის განაცხადს გაყიდვის თაობაზე, ხოლო ვისაც პირიქით — შეძენა სურს, ის საბანკო გადმორიცხვის წესით შეიტანს ლარს საფულეში და გამოაცხადებს თუ რა რაოდენობის ბიტკოინში რა თანხის გადამხდელია.

მორიგების შემთხვეაში, ბიტკოინის გამყიდველის საფულეში ლარი, ხოლო მყიდველის საფულეში კი შეძენილი კრიპტოვალუტა გადაინაცვლებს. თუ გამყიდველს ლარების მიღება თავის საბანკო ანგარიშზე მოუნდება, შესაბამისი განაცხადის გაკეთების შემდეგ საიტი თანხას იქაც გადაურიცხავს.

„ჯერ-ჯერობით მომსახურების საკომისიოს არ ვიღებთ, რადგან საიტი ახალი შექმნილია. ამ ეტაპზე მაღლი არც ლიკვიდობაა, რადგან ნდობის ფაქტორი დიდი არ არის საიტის სიახლის გამო"-მიაჩნია ზურაბ კერძევაძეს.

Монеты биткоин в центре криптовалюты в Париже - Sputnik საქართველო
ბიტკოინი – ვირტუალური ფული და გაკოტრების რეალური საფრთხე!..

კრიპტოვალუტის ბირჟაზე ამჟამად 1 300 მომხმარებელია დარეგისტრირებული.

„მსოფლიო ბირჟებთან შედარებით ჩვენთან შუალედური ფასია. თავიდან ბიტკოინის გაყიდვის მსურველები ცდილობენ ცოტა ძვირი ფასი დაადონ და შემდეგ შემაცირონ თუ არ გაიყიდა. ბიტკოინის ყიდვის მსურველები კი პირიქით, თავიდან ცდილობენ იაფად იყიდონ და განცხადებებსაც შესაბამისად იაფიანს აკეთებენ. მერე კი აძვირებენ," —განმარტა ზურაბ კერძევაძემ.

კრიპტოვალუტის მოპოვება დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელსაც შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერული მოწყობილობები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია. მაინინგის პროცესში კომპიუტერები კრიპტოგრაფიული ალგორითმის გამოთვლით და ტრანზაქციების ვალიდურობის დადასტურებაში მონაწილებით მოიპოვებენ „მონეტებს".

coinmania.ge —ს თანადამფუძნებლის სულხან ჯაშის აზრით, საქართველოში ბიტკოინის მოპოვება ძალიან პოპულარული საქმიანობაა, ასე ვთქვათ იოლი ფულია, შეაერთებ კომპიუტერს დენში და გამოიმუშავებ. ქვეყანა მეორე ადგილზეც კი გავიდა მსოფლიოში კრიპტოვალუტების მაინინგში დახარჯული ელექტროენერგიის ოდენობით.

ბიტკოინი - Sputnik საქართველო
ბიტკოინი ქართულ რეალობაში - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

„ეს ბირჟა იმიტომ შევქმენით, რომ მაინერების მფლობელებისთვის გამომუშავებული ბიტკოინების საქართველოშივე გაყიდვის შესაძლებლობა მიგვეცა"- აღნიშნა სულხან ჯაშმა.

საიტს ინგლისური ვერსიაც აქვს და ვაჭრობა ყველა მსურველს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ადმინისტრაცია მომავალში სხვა კრიპტოვალუტების დამატებასაც გეგმავს.

„მსოფლიო ბირჟერბზე ბიტკოინით ვაჭრობა გართულებულია, სპეციალური მოთხოვნები აქვთ ვებგვერდებს. არის შეზღუდვები, მაგალითად მათ არ შეუძლიათ, პირველ ეტაპზე 300 დოლარის ზევით იყიდონ. ჩვენს ვებგვერდზე ამ ეტაპზე ამ მხრივ სრული თავისუფლებაა"- თქვა სულხან ჯაშმა.

საიტის ადმინიტრაცია ამ ეტაპზე უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებაზე მუშაობს.

„coinmania.ge-ზე დაცულია ყველა ის მინიმალური უსაფრთხოების წესები, რაც მსგავს საიტებს სჭირდება. გააქტიურებულია ორმაგი აუტენტიფიკაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლის პაროლის ცოდნა ვირტუალური საფულეებიდან ფულის ან ბიტკოინის გასატანად საკმარისი არ არის. ამას ფოსტაზე და ტელეფონზე მოსული კოდების აქტივიზაციაც სჭირდება.

"ვებ.გვერდზე შესვლისას ასევე აქტიურდება დაშიფრული არხი, რომელიც ბოროტი მზრახველისათის შეუძლებელს ხდის მოიპოვოს პერსონალური მონაცემები საიტთან მუშაობის დროს, თუმცა არის კიდევ სხვა თანამედროვე მეთოდები, რომლებიც გვინდა გამოვიყენოთ"- აღნიშნა სულხან ჯაშმა.

კრიპტოვალუტა ბიტკოინი - Sputnik საქართველო
NiceHash-ის კრიპტოსერვისიდან 64 მლნ-მდე დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უშუალოდ კრიპტოვალუტების მიმოქცევას, გამოშვებასა და გადაცვლასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას და მასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ვირტუალურ ვალუტებს ახასიათებს ფასების დიდი მერყეობა, ამდენად, ფასების არასტაბილურობის გამო, მათი მომხმარებლები პოტენციური ფინანსური ზარალის წინაშე შეიძლება დადგნენ.

ყველა ახალი ამბავი
0