ფულადი გადარიცხვების პროვაიდერთა რაოდენობა შეიძლება შემცირდეს

© photo: Sputnik / Stringerასდოლარიანი და ასლარიანი კუპიურები
ასდოლარიანი და ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პროვაიდერებს ახალი წესებით რეგისტრაცია დაავალდებულა.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა კომპანიებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ფულად გადარიცხვებს საქართველოში 90 კომპანია აწარმოებს.

ასდოლარიანი და ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოში ფულადი გადმორიცხვებით 2017 წელს რუსეთი ლიდერობს

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ცვლილებების თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულმა ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება, ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება.

თუ კომპანია რეგისტრაციას არ გაივლის, ის ფულადი გადარიცხვების განხორციელების უფლებას დაკარგავს.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, თითქმის 20%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წელს საქართველოდან უცხოეთში გადაირიცხა დაახლოებით 193 მლნ აშშ დოლარი, რაც 2016 წელთან შედარებით 8,2%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0