საქართველოში ფულადი გადმორიცხვებით 2017 წელს რუსეთი ლიდერობს

© Sputnik / Alexander Imedashviliასდოლარიანი და ასლარიანი კუპიურები
ასდოლარიანი და ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტ ფულს საქართველოში აგზავნიან რუსეთიდან, აშშ-იდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს — ამ ქვეყნიდან 2017 წლის დეკემბერში გადმოირიცხა 45 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რაც 2016 წლის დეკემბერთან შედარებით 8,3%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

დეკემბერში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობიდან რუსეთზე 32,5% მოდის.

ექსპორტისთვის გამზადებული ატმის მოსავალი - Sputnik საქართველო
საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი საქართველოდან თითქმის მესამედით გაიზარდა

სულ 2017 წლის დეკემბერში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 16,3%-ით გაიზარდა და 138,4 მილიონ დოლარამდე შეადგინა.

მეორე ადგილს იტალია იკავებს — ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმორიცხულია დაახლოებით 15,4 მილიონი დოლარი, რაც 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25,3%-ით მეტია. შემდეგ საბერძნეთი მოდის —15,1 მილიონი დოლარზე მეტი (27%), აშშ — დაახლოებით 13,1 მილიონ დოლარზე მეტი (-7%), ისრაელი — დაახლოებით 12,4 მილიონი დოლარი (74%), თურქეთი — დაახლოებით 10 მილიონი დოლარი (20%).

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, თითქმის 20%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ქართული ღვინო, ტკბილეული და ხილი - Sputnik საქართველო
საქართველოდან რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება

რუსეთიდან საქართველოში 2017 წელს, გასული წელთან შედარებით, 15,4%-ით მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა. 2017 წლის 12 თვის განმავლობაში რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ დაახლოებით 455,3 მილიონი დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში იტალიიდან გადმორიცხეს დაახლოებით 143 მლნ დოლარი, რაც 2016 წელთან შედარებით თითქმის 18%-ით მეტია. აშშ-იდან დაახლოებით 142 მილიონი დოლარი გადმოირიცხა (11,2%); შემდეგ მოდის საბერძნეთი — დაახლოებით 141,2 მლნ დოლარზე მეტი (13,4%), ისრაელი — დაახლოებით 119,1 მილიონი დოლარი (96,1%), თურქეთი — დაახლოებით 109,4 მილიონი დოლარი (25,6%).

საქართველოდან უცხოეთში დეკემბრის თვეში გადარიცხულია 19,8 მილიონ დოლარზე მეტი, რაც გასული წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით 9%-ით მეტია. საერთო ჯამში 2017 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში გადარიცხულია დაახლოებით 193 მილიონი დოლარი, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,2%-ით მეტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0