შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში

საქართველოში შესაძლოა ეკო და ჰიბრიდული ავტომობილების ამწყობი ქარხნა აშენდეს

105
(განახლებულია 12:02 01.12.2017)
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შედის. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ეკო და ჰიბრიდული ავტომობილების ამწყობი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანიანის ვიცე მერმა ჭან სიაოფანიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს პრესსამსახური.

„შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლას 2018 წლის პირველი იანვრიდან, რაც დამატებით შესაძლებლობებს შექმნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის კუთხით. მან მაგალითად მოიყვანა ჩინური კორპორაციების წარმატებული საქმიანობის მაგალითები, როგორიცაა როგორიცაა ჰუალინგი და CEFC China Company Limited."-აღნიშნულია სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა, კომპანია Xiangyang JXY Auto Part Co.-ს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. შეხვედრაზე სიანიანის ქალაქის ვიცე მერმა ბათუმისა და სიაიანის დაძმობილების სურვილი გამოთქვა

ეკონომიკის სამინსიტროს ცნობით, ქალაქი სიაიანი ინდუსტრიული ქალაქია, სადაც განსაკუთრებით არის განვითარებული მანქანათმშენებლობა. კომპანია Xiangyang JXY Auto Part Co-ს მიერ წარმოებული ავტომობილები საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

105