რამ გააღატაკა საბერძნეთი: აღმოჩენილია უზარმაზარი რაოდენობის დამალული გადასახადები

© REUTERS / Alkis Konstantinidisპენსიონერების დემონსტრაცია პენსიების შემცირების წინააღმდეგ საბერძნეთში
პენსიონერების დემონსტრაცია პენსიების შემცირების წინააღმდეგ საბერძნეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბერძნეთის მთავრობამ შეიმუშავა ახალი საგადასახადო სისტემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოსთვის დამალული 500 მლრდ ევროა აღმოჩენილი.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულმა საინფორმაციო სისტემამ 500 მლრდ გადამალული გადასახადები გამოავლინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

აღნიშნულის თაობაზე ჟურნალისტებს საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრის ძანაკოპულოსმა აუწყა.

საუბარია 2002-2014 წლების პერიოდში გადასახადებისგან თავის არიდებაზე, რაც, ძანაკოპულოსის თქმით, არის კიდეც ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ღრმა ფინანსურ კრიზისში ჩაფლვისა.

„[ახალი] სისტემა საგადასახადო დეკლარაციებს საბანკო დეპოზიტებს ადარებს, რის შედეგადაც კონკრეტული დასკვნები გაკეთდა. ამგვარად, სახეზეა 2002-2014 წლებში 500 მლრდ ევროზე მეტი გადასახადისგან თავის არიდება… ასე რომ, საუბარია ერთ-ერთ იმ მთავარ მიზეზზე, რამაც კრიზისამდე მიგვიყვანა“, — განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

ძანაკოპულოსის თქმით, საბერძნეთის მთავრობა ამზადებს ზომებს გადასახადების მოკრებისა და საგადასახადო სისტემის მექანიზმების გასაუმჯობესებლად.

ყველა ახალი ამბავი
0