„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“

ტვირთების მოზიდვა: საქართველო „აბრეშუმის გზის“ ერთიანი ორგანოს შექმნის მომხრეა

22
საქართველო ვარაუდობს, რომ „აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართულ ქვეყნებთან განხორციელებული საქონელბრუნვა გაათმაგდება

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „აბრეშუმის გზის“ პროექტზე თანამშრომლობის ერთიანი ორგანოს შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს დედაქალაქსში 28 ნოემბერს დაიწყო და მასში 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

„საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობა სამაგალითოა. ჩვენ ვაფართოებთ აღნიშნულ თანამშრომლობას, რათა ჩავრთოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ცენტრალური აზიის ქვეყნები და სამხრეთის თანამშრომლობის ქვეყნები. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ორგანო, რომელიც მოაგვარებს სირთულეებს დერეფნის ფარგლებში“, — განაცხადა ქუმსიშვილმა „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის“ პანელზე გამოსვლისას.

ეკონომიკის მინისტრმა პლატფორმის მონაწილეებს შესთავაზა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულარულ საფუძველზე შეხვედრებს გამართავს და ძირითად პრობლემებს გადაჭრის.

 „მინდა ვისურვო, გვქონდეს ათჯერ მეტი ტვირთბრუნვა ამ დერეფნის მეშვეობით და რომ მივაღწიოთ ძალიან დიდ სარგებელს ყველა ქვეყნისთვის“, — აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოში 2015 წლიდან მეორედ იმართება.

იკითხეთ ასევე: ჩინეთი წარმოებებს საქართველოში გადმოიტანს: რაზე შეთანხმდნენ პეკინი და თბილისი >>>

ფორუმის პირველ დღეს გაიმართა სადისკუსიო პანელები რამდენიმე სექტორში, მეორე დღეს დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის განხილვა. გაიმართება პირისპირ შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებსა და კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორებთან.

„აბრეშუმის გზის“ განვითარება — საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ის მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის“ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მათ შორისაა ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი“, რკინიგზის მოდერნიზება, სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.


22
თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)