„ლაპის ლაზული“, ანუ ისტორიის გახსენების დროა

© photo: Sputnik / Shakhryer Turgunbuevავღანეთთან დაკავშირებით ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული კონფერენცია აშხაბადში
ავღანეთთან დაკავშირებით ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული კონფერენცია აშხაბადში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო გახდა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი „ლაპის ლაზულის“ - პროექტის, რომელიც ხუთ ქვეყანაში ინტეგრირებული სატრანზიტო და სატრანსპორტო სისტემის შექმნას გულისხმობს

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. შეთანხმება პროექტ „ლაპი ლაზულზე“, რომელსაც ხელი აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ავღანეთის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლებმა მოაწერეს, ავღანეთთან დაკავშირებით ეკონომიკური თანამშრომლობის VII ორდღიანი რეგიონული კონფერენციის მთავარ შედეგს წარმოადგენს. 

კონფერენციის საბაზისო იდეაა — ავღანეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, რაც რეგიონში უსაფრთხოების ამაღლებას და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ემსახურება. ურთიერთქმედების ლოგიკა გასაგებია: ცენტრალური აზია მდიდარია ენერგორესურსებით, სამხრეთ აზიაში მოსახლეობა სწრაფად იზრდება  და მრეწველობა ვითარდება. ავღანეთი მდებარეობს ენერგეტიკულად მდიდარი და სწრაფად მზარდ რეგიონებს შორის და ამიტომ სატრანსპორტო კვანძად შეიძლება იქცეს.

„ლაპის ლაზული“ — ერთ-ერთია იმ ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სავაჭრო პროექტებს შორის, რომლებიც კონფერენციაზე განიხილებოდა. აშხაბადის შეხვედრაზე ეს პროექტი ცენტრალური იყო. მანამდე გამართული სამი ტექნიკური შეხვედრის შემდეგ, აშხაბადში შეტანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია შედგა.

„ლაპი ლაზულის“ იდეა (Lapis Lasuli Transit, Trade & Transport Route Agreement) ჯერ კიდევ 2012 წელს გაჩნდა. საუბარია ხუთ მონაწილე ქვეყანაში ინტეგრირებულ სატრანზიტო და სატრანსპორტო სისტემის შექმნაზე, რომელიც მოიცავს საავტომობილო გზებს, რკინიგზას, საზღვაო და სახმელეთო პორტებს.

ახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპი ლაზულის“ შეთანხმების ხელმოწერა - Sputnik საქართველო
საქართველოზე „ლაპის ლაზული“ გაივლის

დერეფანი მოიცავს ავღანური სატრანსპორტო დერეფან CAREC #2-ის მონაკვეთებს, რომლებიც გადის ფარიაბის ჩრდილოეთ პროვინციის ქალაქ აგინადან და გერატის დასავლეთ პროვინციის ქალაქ ტორგუნდიდან თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადამდე და შემდგომ კასპიის ზღვაზე პორტ თურქმენბაშამდე. იქიდან ტვირთები წავა ბაქოში, შემდეგ კი თბილისში, ფოთსა და ბათუმში. ფინალურ ნაწილში დერეფანი გაივლის თურქეთის ყარსამდე და სტამბულამდე და ევროპაში გასასვლელს უზრუნველყოფს.

ამ პროექტის შედეგიანობას ექსპერტები საკმაოდ მაღალ შეფასებებს აძლევენ. ეს იმით არის განპირობებული, რომ „ლაპი ლაზულის“ გზაზე ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი მზად არის. პრექტის რეალიზაციაზე საჭირო ინვესტიციები (დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი) ინფრასტრუქტურის სრულყოფას და საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაციას მოხმარდება.

პროექტის რენტაბელობის ნორმა და მისი მიმდინარე ღირებულება ჯერ კიდევ დასადგენია, მაგრამ ჯამურ შემოსავლიანობას ექსპერტები პოზიტიურად აფასებენ.

© photo: Sputnik / Шахриёр Тургунбуевავღანეთთან დაკავშირებით ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული კონფერენცია აშხაბადში
Региональная конференция экономического сотрудничества по Афганистану в Ашхабаде - Sputnik საქართველო
ავღანეთთან დაკავშირებით ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული კონფერენცია აშხაბადში

პროექტის წარმატებული რეალიზაციისთვის ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანი ღონისძიებების კომპლექსი უნდა ჩატარდეს, განუმარტა Sputnik-ს რეგიონული თანამშრომლობის სამხრეთ აზიის ასოციაციის (SAARC) წარმომადგენელმა. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა დადგინდეს დაფინანსების მოცულობა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად და დერეფნის ინფრასტრუქტურის მომსახურებისთვის. მეორე, უნდა განვითარდეს მსხვილი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების ინფრასტრუქტურა. მესამე, პროექტის ხუთივე ქვეყანაში სახმელეთო პორტების მუშაობა უნდა დაიხვეწოს. და ბოლოს, უნდა შეიქმნას ტრანსსასაზღვრო საბაჟო ეკონომიკური ზონები, რომლებიც დაბეგვრისგან გათავისუფლებული იქნება.

რატომ დაერქვა დერეფანს ასეთი პოეტური სახელწოდება? ამ კითხვაზე ავღანური დელეგაციის წარმომადგენლები ღიმილით პასუხობდნენ. „მრავალი საუკუნის წინ ავღანური ლაჟვარდი [ლაპის ლაზული, ლაზურიტი] და სხვა ნახევრადძვირფასი ქვები მიგვქონდა კავკასიაში, რუსეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მაშინ დიდ აბრეშუმის გზაზე იყო მონაკვეთი, რომელსაც „ლაჟვარდოვანი“ ერქვა. ახლა ისტორიის გახსენების დროა.

ყველა ახალი ამბავი
0