ვალუტის გაცვლის პუნქტი

ეროვნული ბანკი ვალუტის კურსთან დაკავშირებულ ვითარებაში ჯერჯერობით არ ჩაერევა

73
ლარის კურსის ცვლილება ხანმოკლე პროცესია და ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულირებას არ საჭიროებს, მიაჩნიათ ფინანსთა სამინისტროში

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ეროვნული ბანკის მხრიდან ეროვნული ვალუტის კურსის კორექციის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ ერთ თვეში 4,5%–ით დაეცა და 1 დოლარი 2,5873 ლარი შეადგინა.

"ეროვნული ბანკი უკეთესად ხედავს პროცესებს და მეტი ინფორმაცია აქვს. ის გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ ვერ ვეტყვით სებ-ს, როგორ იმოქმედოს. ბანკს აქვს ინსტრუმენტები, როგორიცაა რეფინანსირების განაკვეთი და ინტერვენცია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს", – განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება თავად ეროვნულ ბანკს, მისი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის კურსის ცვლილება ხანმოკლე პროცესია, რადგან ეროვნული ვალუტის კურსი მცურავია.

საქართველოს ეროვნული ვალუტა — ლარი გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება 1995 წელს გახდა.

 

73
თემები:
ლარის კურსის დაცემა (30)