ჰიბრიდული ავტომობილების ბუმი საქართველოში: ხელისუფლების გეგმები ნაყოფს იძლევა

© photo: Sputnikავტომობილების თბილისის ქუჩებში
ავტომობილების თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისიდან საქართველოში იმპორტირებულია 57,9 მილიონი დოლარის ღირებულების ჰიბრიდული ავტომობილები, მაშინ, როდესაც მთელი გასული წლის განმავლობაში ეს თანხა ბევრად ნაკლები იყო.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ყოველი მეექვსე ავტომობილი, რომელიც საქართველოში 2017 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში შემოიყვანეს, ჰიბრიდულია, ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემები.

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 2017 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი დოლარით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 342 მილიონი შეადგინა.

მანქანები რემონტზე  Tegeta Motors-ში - Sputnik საქართველო
საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება შემოდის: დეტალები

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილები აქციზს არ ექვემდებარება, მათი წილი საქართველოში ჯერ ცოტაა. წლის დასაწყისიდან შემოყვანილია 341 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები.

ბევრად მეტია ჰიბრიდული ავტომობილების წილი, რომელთა აქციზზე ფასი 60%-ით შემცირდა. ასეთი ავტომობილები ქვეყანაში შემოიყვანეს დაახლოებით 57,9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების.

2016 წელს ჰიბრიდების იმპორტის მოცულობა იმდენად ცოტა იყო, რომ სხვა კატეგორიის ავტომობილებთან, მათ შორის ელექტრომობილებთან ერთად სულ 233 ათასი დოლარი შეადგინა.

საქართველოს ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკა ავტომობილების იმპორტთან მიმართებით ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობიდან გამომდინარეობს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას თბილისში. მოსახლეობა ყოველდღიურად უჩივის საცობებსა და ჟანგბადის უკმარისობას.

მზის ენერგიაზე მომუშავე სარბოლო ავტომობილი - Sputnik საქართველო
მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების რბოლა ავსტრალიაში

ხელისუფლება გეგმავს, რომ მოსახლეობა მეტად დაინტერესდეს ეკოლოგიურად შედარებით უსაფრთხო ტრანსპორტით.

რაც შეეხება ავტომობილების იმპორტზე აქციზის გადასახადის რაოდენობას, საქართველოში ის განისაზღვრება ძრავის კუბატურისა და გამოშვების თარიღის შესაბამისად. 2017 წლის 1 იანვრიდან აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის ერთ კუბურ სანტიმეტრზე არსებული 20 თეთრის ნაცვლად 1,5 ლარი გახდა. ყველაზე ხარჯიანია ისეთი ავტომობილების იმპორტი, რომელთა გამოშვების მომენტიდან 14 წელზე მეტი გავიდა.

ჰიბრიდული ავტომანქანებისთვის, გამოშვების თარიღის მიუხედავად, აქციზის გადასახადი, პირიქით, 60%-ით შემცირდა.

ყველა ახალი ამბავი
0