თბილისში ქართველი და ინდოელი ბიზნესმენები შეხვედრებს გამართავენ

გამოწერა
ინდოელი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. თბილისში სტარტი აიღო ქართულ-ინდურმა ბიზნეს-ფორუმმა, იუწყება „Sputnik საქართველოს" კორესპონდენტი.

ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად და ქართულ კომპანიებთან ორმხრივი შეხევდრების გასამართად საქართველოში 20-მდე ინდური კომპანია ჩამოვიდა. ღონისძიება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ინდოეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა იოგენდრა სანგვანმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილემ ნატო ჩიქოვანმა გახსნეს. 

სიონის გუმბათი - Sputnik საქართველო
ინდოეთიდან საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ექვსი თვით ჩამოაბრძანებენ

„დღეს თბილისში ათობით ინდოელი ბიზნესმენი შეიკრიბა. ჩვენთვის დიდი პატივია ამ ღონისძიების მასპინძლობა. დღეს ქართული კომპანიები ჩვენი ქვეყნის ბიზნეს-პოტენციალს სრულად წარმოაჩენენ. საქართველო ღიაა ინვესტიციებისა და ახალი თანამშრომლობისთვის", — განაცხადა ჩიქოვანმა ბიზნეს-ფორუმის გახსნის ცერემონიაზე.

ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, რაც საქართველოსა და ინდოეთის სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობას მოიაზრებს.

ინდოეთის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები დაინტერესებული არიან სხვადასხვა სფეროებით: ლუდსახარში ტექნოლოგიები, ფარმაცია, ბოთლის დამამზადებელი მანქანები, ბუნერბივი წყლის გადამუშავება, ენერგოსექტორი, ტექნოლოგიები, მშენებლობა, მასმედია, უძრავი ქონება, ლოგისტიკა.

ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია, ფორუმის მეორე ნაწილში კი ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი. ბიზნეს-ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტარდება.

საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის თაობაზე კვლევის დაწყების შესახებ.

2017 წლის რვა თვის განმავლობაში საქართველოსა დ ინდოეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 34,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0