კაიროსა და თბილისს შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება

© FB / GCAAAir Cairo
Air Cairo - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჰაერო ხომალდი Airbus A320 კაიროდან თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორჯერ განახორციელებს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo კაირო-თბილისი-კაიროს მიმართულებით რეგულარულ რეისებს 3 ნოემბრიდან განახორციელებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე.

ეგვიპტისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის ფრენებს საჰაერო ხომალდი Airbus A320 კვირაში ორჯერ — ორშაბათს და ხუთშაბათს შეასრულებს. შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ეგვიპტური კომპანიისთვის უკვე გასცა.

ბაქო - Sputnik საქართველო
ბაქოდან თბილისში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს

ახალი მიმართულების პარალელურად ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში (ოქტომბერი-მარტი) ავიაკომპანია Air Cairo გააგრძელებს ფრენებს შარმ-ელ-შეიხიდან და ჰურგადიდან თბილისის მიმართულებით.

Air Cairo ქართულ ავიაბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და EgyptAir-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც მგზავრებს დაბალბიუჯეტიან მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს.

ბოლო დროს საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა, მათ შორის, ეგვიპტიდან.

საქართველოს 2017 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში 5,1 მილიონამდე უცხოელი ვიზიტორი ეწვია, აქედან 6500-მდე ეგვიპტელი ვიზიტორი იყო, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97,4%-ით მეტია.

© Sputnik / Maria TsimintiaTOP-10 ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე
TOP-10 ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე - Sputnik საქართველო
TOP-10 ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე
ყველა ახალი ამბავი
0