ქვემო ქართლში სარწყავი სისტემის რებილიტაცია მიმდინარეობს

გამოწერა
პროექტის დასრულების შემდეგ, სარწყავი წყლით 10 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" ქვემო ქართლში კაზრეთის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, იუწყება სამინისტროს Facebook-გვერდი.

პირველ ეტაპზე მაგისტრალური არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინა-ბეტონით მოპირკეთდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 1045 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება. გაუმჯობესებული საირიგაციო მომსახურებით მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს, იუწყება სამინისტრო.

უწყების თქმით, სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლის ღირებულებაც 236 953 ლარს შეადგენს, 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, რომელიც სარწყავი წყლით არის უზრუნველყოფილი, 46 255 ჰექტრამდე გაიზარდა, აცხადებს უწყება.

ყველა ახალი ამბავი
0